გაგზავნილია შესაბამისი მოთხოვნა ექსპრეზიდენტის დაკავების და ექსტრადირების შესახებ-ირაკლი შოთაძე

არის რამდენიმე თვითმხილველი იმისა თუ როგორ მოემართებოდა გია სოსანაშვილი რამდენჯერმე ყარაფილას სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიიდან–ირაკლი შოთაზე

მთავარი პროკურორის მოადგილის ირაკლი შოთაძის განცხადებით, ქართულმა მხარემ აზერბაიჯანის პროკურატურას ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკავება და ექსტრადირება მოსთხოვა, თუმცა, პასუხი არ მიუღია.

“გაგზავნილია შესაბამისი მოთხოვნა ექსპრეზიდენტის დაკავების და ექსტრადირების შესახებ, რისი საფუძველიც არის აზერბაიჯანსა და ჩვენს პროკურატურებს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატი. თუმცა ჯერჯერობით აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურისგან პასუხი არ მიგვიღია. პასუხთან დაკავშირებით დრო და ვადა განსაზღვრული არ არის. მოთხოვნა გაგზავნილია, თუმცა, როგორც ჩანს, შესაბამისი რეაგირება არ მოუხდენიათ”, – განაცხადა შოთაძემ.

 

haqqin.az-ის ცნობით, აზერბაიჯანის პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო ექსპრეზიდენტის დაკავებასა და საქართველოში ექსტრადირებასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრის პოსტს ირაკლი ღარიბაშვილი შეინარჩუნებს
შემდეგი სტატიანუგზარ წიკლაური ირაკლი შოთაძის განცხადებას ეხმიანება