სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასი სოლისტი დაიღუპა

 

guga mshvenieradz.jpg1 guga mshvenieradzსაბალეტო დასის სოლისტი გუგა მშენიერაძე გარდაიცვლა. ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

,,ძალიან სამწუხარო და ტრაგიკული ამბავი მოხდა. გუშინ დაიღუპა თეატრის საბალეტო დასის სოლისტი გუგა მშვენიერაძე”– წერია საიტის,,ფეიბუქზე” თუმცა დამატებითი ინფორმაცია არ ვრცელდება.

,,1999 წ. ჩავაბარე თბილისის ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში და მალევე, 2002 მივიღე დიპლომი ნომინაციაში ,,საუკეთესო დებიუტი ” პირველ საერთაშორისო საბალეტო კონკურსზე ჭაბუკიანი – ბალანჩინი, თბილისი, საქართველო. 2010, 2011, 2012, 2013, 2014 – ბურნონვილის საზაფხულო აკადემია ბიარიცში (საფრანგეთი) ვისწავლე. 2014 წელს მივიღე ვერცხლის მედალი კლასიკურ ქორეოგრაფიაში და ოქროს მედალი თანამედროვე ქორეოგრაფიაში რიგის ბალეტის საერთაშორისო კონკურსზე ,,Riga Spring “, ხოლო 2007 წლიდან დღემდე თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის (ბალეტის სოლისტი) ვარ”– ამონარიდი გუგა მშვენიერაძის ინტერვიუდან რომელიც მან პორტალ ,,კვირა”–ს დაახლოებით ერთი წლის წინ მისცა.

banner
წინა სტატიაშიდავით ნარმანია – ებრაელი ინვესტორების მხრიდან განსახორციელებელი პროექტების ღირებულება 100 მლნ დოლარამდეა
შემდეგი სტატიასაჯარო სკოლებში სწავლა 14 სექტემბერს დაიწყება