ბუტა პაჭკორია ნარკოტიკების შემოტანას არ მფარველობდა–ვახტანგ გომელაური

პარლამენტიშინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ანტიკორუფციული დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ბუტა პაჭკორია ნარკოტიკების შემოტანას არ მფარველობდა.
ამის შესახებ ვახტანგ გომელაურმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ირმა ნადირაშვილის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„ქალბატონო ირმა, თქვენ არასწორი ინფორმაცია გაქვთ. არანაირი ნარკოტიკების შემოტანას არ მფარველობდა ბუტა პაჩკორია. არ შეიძლება ადამიანზე ჩირქის მოცხება. ეს ადამიანი გათავისუფლდა თანამდებობიდან, უფლება აქვს მის კურატორ მინისტრის მოადგილეს, ვინც ანტიკორუფციულ დეპარტამენტს კურატორობს, მოხსნას ადამიანი. ის იყო კადრების განკარგულებაში აყვანილი და შემდეგ იქნა აეროპორტის უსაფრთხოების სამსახურში დანიშნული“,- განაცხადა გომელაურმა.

რაც შეეხება მიზეზებს, თუ რატომ გათავისუფლდა პაჭკორია ანტიკორფციული დეპარტამენტის უფროსის თანამდებობიდან, გომელაურმა აღნიშნა, რომ ყველაფრის თქმა აუცილებელი არ არის.„რა აუცილებელია ყველაფერი ვთქვათ“, – აღნიშნა გომელაურმა.

ირმა ნადირაშვილმა კითხვით შს მინისტრს საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრაზე მიმართა.

„ბუტა პაჭკორია, რომელიც იყო ანტიკორფციული დეპარტამენტის უფროსი, 6 თვის წინ სამსახურიდან გაათავისუფლეს და ყველამ იცის, რა იყო მიზეზი. ერთ-ერთი პიროვნება, რომელიც სარფში დააკავეს, მან თქვა, რომ ბუტასთვის შემოჰქონდა ნარკოტიკები. ერთი კვირის წინ, ეს ადამიანი ავიაციაში დაასაქმეთ და რამდენად მიზანშეწონილია, ასეთი ადამიანის პოსტზე დანიშვნა? მისი და ფარცხალაძის მომეტი იყო გადამწყვეტი?“, – მიმართა გომელაურს ნადირაშვილმა.

banner
წინა სტატიაშირამდენად მიზანშეწონილია ადამიანის დანიშვნა, რომელზეც ეჭვი არსებობს, რომ მისთვის ნარკოტიკები შემოჰქონდათ-ირმა ნადირაძე
შემდეგი სტატიათქვენ ძალიან არ გიყვართ 9 წლის ხსენება, მაგრამ შეგიძლიათ ციფრებით და რეალურად გაკეთებული საქმეებით შეადაროთ-ირაკლი ღარიბაშვილი