ბურჯანაძე: მინდა, ქედი მოვიხარო ყველა იმ ადამიანის წინაშე, ვინც 9 აპრილის სულის ჩამდგმელია

რუსთაველის გამზირზე გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე იმყოფებოდა.

ნინო ბურჯანაძემ 9 აპრილს დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგო.

“კიდევ ერთხელ მინდა, მოვიგონოთ ყველა ის ადამიანი, ვინც 9 აპრილს შეეწირა, მათთან ერთად მოვიხსენიოთ ის ადამიანები, ვინც სამშობლოსთვის იბრძოდა, მინდა, ქედი მოვიხარო ყველა იმ ადამიანის წინაშე, ვინც 9 აპრილის სულის ჩამდგმელია,”-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი: პრემიერს საერთოდ არაფერი ესაქმება სპეცრაზმელებთან
შემდეგი სტატიამოკლული პოლიციელი სამხედრო წესით დაკრძალეს