ბურჯანაძე თუ ალასანია? –„ ობში“ კანდიდატის ძიება და ჩურკინის „პროექტი“

ბურჯანაძე თუ ალასანია? –„ ობში“ კანდიდატის ძიება და ჩურკინის „პროექტი“

ბურჯანაძე თუ ალასანია? –„ ობში“ კანდიდატის ძიება და ჩურკინის „პროექტი“პოლიტიკური გეგმები, გუბაზ სანიკიძე, ირაკლი ალასანია, ნინო ბურჯანაძე და საერთო საპრეზიდეტო კანდიდატი – ეს არის თემები, რომლებზეც უშიშროებისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრები საუბრობენ, საუბრის ჩანაწერი დღეს გაზეთმა „ქრონიკა +“-მა გამოაქვეყნა, ოქრუაშვილის და ხაბურძანიას საუბრიდან „ირკვევა„, რომ ყოფილ მინისტრებს ალასანია „არ აფიქრებთ“ და ბუჯანაძეზე „ნერვიულობენ“ და რომ ბიძინა ივანიშვილის ფონზე ალასანია მკვდარია. ამავე საუბრიდან „ირკვევა“, რომ ჩურკინმა (ევროკავშირში რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი- რედ) „ალასანაის პროექტი” დაიწყო

ვ.ხ.: რა ვიცი, რა ვქნათ?

ი.ო.: რა უნდა ვქნათ და აქ პულსზე ხელი უნდა გვედოს, მუდამ და როდის დაელაპარაკები გუბაზას?

ვ.ხ.: გუბაზას ველაპარაკე გუშინ, მარა…

ი.ო.: მეთქი, აა, ხო…

ვ.ხ.: გუბაზი რაღაცას ელოდება, იმას რა… შენ რომ უთხარი, ეტყობა.

ი.ო.: გავაკეთებ, შენ მაგისგან, თევზივით არ უნდა მოიქცეს, რა მერე… შენ მაგის განწყობები და ყველაფერი გაიგე.

ვ.ხ.: მე შენ გეუბნები ყველაფერს, დასკვნები უნდა გააკეთო შენ, იმიტომ, რომ აქვს რა მომენტები, მე ხომ ვიცი…

ი.ო.: ახლა რომ დავბრუნდები, მე ერთ კვირაში ათი ათას დოლარს გავუგზავნი. თუ წავედი ორშაბათს, დაახლოებით იმ კვირის ბოლომდე. სამშაბათსაც თუ წავედი, იმ კვირის ბოლომდე გავუგზავნი შენი სახელით, მიუტანს ვისთან აქვს ურთიერთობა ჩვენებიდან, ან გოგია, ან თეო, ისე, რომ წინა დღით გაგაგებინებ შენ და შეუთვალე, რომ იმათ ისაქნას. დანარჩენი მერე შეხვედრაზე, რაც ადრე გამოიყვან, ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ იმას არ ვჩქარობთ, არ განვიხილავთ კოალიციის თემას, ლაპარაკია საინტერესო, რომ ამ ლაპარაკით მე იმ დედამო…ყნულებთან მივიდე ბურჯანაძეებთან, იმათთან ლაპარაკის მერე გუბაზას მოვუტან და ავდგებით მერე და ერთად ვნახავთ, რა იქნება მაგიდაზე, კუკავას თემა გარკვეული მაქვს, ახლა უყურე, რა, როგორი რაღაცაა, წეღან ჰედლაინებში მოვკარი თვალი, რომ ბიძინას კარზე რიგი დადგებაო. ახლა მანდ არი ეიფორია, დედის ტ…ვნა იქნება, ყველა ახლა ფიქრობს, რომ იქნება ამას …რაკში შევუძვრე და პატარა ფული მომცეს, მოდი, ორივე ვარიანტი ავიღოთ _ მიშას თამაშია არ მიიღებენ, მიშას თამაში თუ არაა, ყველას მიიღებენ, ანუ ბიძინა ისეთ ფულს დაყრის, მანდ კონკურენციის გაწევა ჩემი ფეხები, ერთადერთი ჩვენი გამოსავალი მაგ სიტუაციაში არის `ობში~ კანდიდატის პოვნა, საპრეზიდენტო კანდიდატის, მანდ ახლა გუბაზა რომ გამქაჩავი არ არის, ხო შანსი არაა. საკითხი დგება ისევ და ისევ ამ დედამოტ…ნულ ქალზე. ამ დროს უკვე ჩვენი და გუბაზას ინტერესებში შედის, რომ ის ქალი მოვითრიოთ, რომ ბიძინამ ფუკასავით არ აგვახიოს მთელი პოლიტიკური სიტუაცია. თუ ბიძინასთან მიდიხარ…

ვ.ხ.: მე ალასანიასი მეშინია.

ი.ო.: ალასანია მკვდარია, ბიძინას ფონზე ალასანია მკვდარია. ბიძინას ფონზე შეიძლება, მხოლოდ და მხოლოდ, ბურჯანაძის დაყენება.

ვ.ხ.: თუ აქ ვიღაც ყ…ებმა გაიტანეს თავისი იდეა, რომ ალასანიას შეთანხმებულია ამერიკელებთან და მათაც აწყობთ, მაშინ.

ი.ო.: იცი, რა, თუ, დავუშვათ, ბიძინა ამათი მოთამაშეა, ალასანიაში არ გაცვლიან, ვარიანტი არ არის.

ვ.ხ.: საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ თემას ლობირებს, შენ, რომ იცოდე.

ი.ო.: ვიცი, რომ ლობირებს და ეგ ლავროვისა და ეგეთების შემთხვევითი არ იყო, მაგრამ დიდი ბუტაფორია უნდა გავაკეთოთ, რა, პოლუსი რომ შევქმნათ, არანაირი გადარჩენის შანსი სხვანაირად არა გვაქვს. ბოლო ერთი შანსია, რომ მაშინ ტერორისტივით უნდა შევუვარდე ერთმანეთში მოლაპარაკებულ მინდორზე სუყველას. მარტო ეგ არის გამოსავალი, მაშინ როცა შეიძლება მართლა გავაკეთოთ ხოშიანი ბუტაფორია, `დაჟე~ ბუტაფორიაც არ გამოვა, სამი ძალა _ ბიძინას არსებობის პირობებშიც კი როგორი პოლუსი გამოვა, იცი? მიშა, ბიძინა და აქეთ ჩვენ. `პროსტო~, ხალხი შეგვაგინებს, რომ თქვე კეთილმოტ…ნულებო, თუ ამდენი შეგეძლოთ, რაღა ახლა გააკეთეთ ყველაფერი ისეო? გუბაზა მაგას ხედავს თუ არა, როგორც მე ვხედავ, ეგაა საინტერესო, მაგასთან ლაპარაკი მაგიტომ მინდა.

ვ.ხ.: ალასანია მაფიქრებს.

ი.ო.: ალასანია `ვაფშე არ მაფიქრებს, მე ვნერვიულობ ბურჯანაძის გაუთვითცნობიერებლობაზე, რა შეიძლება მოყვეს მის დეგენერატიზმს და ივანიშვილის შემოვარდნა სულ სიურპრიზი იყო ახლა ესეთი. ისე აჭრის კარტს რო…

ვ.ხ.: მოკლედ, ჩვენ უნდა გავარკვიოთ, ბიძინა ივანიშვილზე რა შეიძლება გავარკვიოთ, რა ხდება, მუშაობა არ უნდათ, ფული უნდათ.

ი.ო.: `დენგი დავაი, დენგი დავაი~. გაუვიდათ ერთხელ, გაუვიდათ ორჯერ და რატომ არ მოითხოვენ, მაგის დედა ვატირე?

ვ.ხ.: ჰო, მარა რატომ უნდა იყოს ასე, `ნეუჟელი~, დავიჯერო, მართლა ასეთი ვიღაცეები არიან?

ი.ო.: რატომ უნდა იყოს და კრედიტების დაუბრუნებლობა აქვთ ძალიან მაღალი ბანკებს, ქრთამებით ელაპარაკებიან, მერე არალიკვიდური აქტივები აქვთ დაგირავებული და ჩემი ფეხები, ბანკები კოტრდებიან. ჩამოსაწერი ვალები უჩნდებათ. ჩემმა დამ ახლა კრედიტი აიღო, სახლს ყიდულობს. თუ ვადამდელი დაფარვის პირობით არ იქნება 2,47 პროცენტია და თუ ვადამდელი დაბრუნებით იქნება, 2,05%. ჩვენთან უნდა იჩალიჩო, რომ 18%-იანი კრედიტი სადმე იშოვო.

ვ.ხ.: წლიური, კაცო?

ი.ო.: წლიური, აბა, მეხვეწებიან საფრანგეთში ხუთ პროცენტად. რა ამბავია-მეთქი. ახლა ფოფხაძე როა, იმან აიღო 4,7%-ად.

ვ.ხ.: მე ვინ ამაღებინებს, აბა? ჩურკინმა დაიწყო ალასანიას პროექტი საგარეოში.

banner
წინა სტატიაშითამარ სანიკიძე – “ნაციონალური მოძრაობის” არც ერთი განცხადება სიმართლესთან ახლოს არ არის
შემდეგი სტატიაავარიის შედეგად გარდაცვლილ ნანა გიგლემიანის ოჯახის წევრებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა