ბურჭულაძის კონცერტის ორგანიზატორმა მაყურებელს შეფერხების გამო მოუბოდიშა

პაატა ბურჭულაძის 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით მოწყობილი კონცერტის ორგანიზატორმა, სახელოვნებო ინდუსტრია “არტ პალასის” პრეზიდენტმა გია ანდღულაძემ მაყურებელს შენობაში შესვლისას შექმნილი შეფერხების გამო ბოდიში მოუხადა.

გია ანდღულაძემ მაყურებლებს ბოდიშით სცენიდან მიმართა, რასაც დარბაზიდან უკმაყოფილო შეძახილები მოჰყვა. გია ანდღულაძე იძულებული გახდა ბოდიში არაერთგზის მოეხადა.

“დაუვიწყარი საღამო გელოდებათ წინ და ხასიათს ნუ გაიფუჭებთ”, – მიმართა მან მაყურებელს და აღნიშნა, რომ მათ გულწრფელად უბოდიშებს, რის შემდეგაც დარბაზში აპლოდისმენტები გაისმა.
ამ წუთებში სპორტის სასახლეში პაატა ბურჭულაძის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი მიმდინარეობს. ღონისძიებას ესწრება საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, ხელისუფლების, ოპოზიციის, ხელოვნების, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის არმია პრორუსი სეპარატისტების წინააღმდეგ მებრძოლი უკრაინელი სამხედროების გაწვრთნას მომავალი თვიდან დაიწყებს
შემდეგი სტატიასანკტ-პეტერბურგში ქართველი “ავტორიტეტი” დააკავეს