ბუკინგემის სასახლე გამოქვეყნებული ფოტოს გამო მწუხარებას გამოთქვამს

elizaბუკინგემის სასახლემ განაცხადა, რომ გულგატეხილია 1933 წელს გადაღებული კადრის გამოქვეყნების გამო, სადაც ბრიტანეთის მომავალი დედოფალი ნაცისტური ჟესტით ახდენს მისალმებას.
ვიდეოჩანაწერში, რომელიც გაზეთმა Sun გამოაქვეყნა, 7 წლის ელიზავეტა დედასთან, დასთან და ბიძასთან ერთად არის.
ჯერჯერობით ცნობილი არ არის როგორ მოიპოვა გაზეთმა მასალა. ბუკინგემის სასახლე მწუხარებას გამოთქვამს იმის გამო, რომ გაზეთი ჩანაწერს, რომელიც 80 წლის წინ გაკეთდა, სასახლის ექსპლუატირებისთვის იყენებს.
შავ-თეთრ კადრებში, რომელიც 17 წამი გრძელდება, ნაჩვენებია, რომ დედოფალი ძაღლთან ერთად თამაშობს ბალმორალის სასახლის ბაღში. დედა-დედოფალი, სავარაუდოდ, ნაცისტურ ჟესტიკულაციას აკეთებს, რომლის შემდეგაც ბავშვები იგივეს იმეორებენ. პრინცი ედუარდი, მომავალში მეფე ედუარდ VIII იგივე ჟესტიკულაციას აკეთებს. სავარაუდოდ, ჩანაწერი 1933 ან 1934 წელშია გადაღებული, მაშინ, როცა ჰიტლერი გერმანიაში ხელისუფლებაში მოვიდა.
ედუარდ VIII ბრიტანეთს მხოლოდ ერთი წელი მართავდა. ის ჰიტლერის იდეებს იზიარებდა და რამდენიმე ფოტოც აქვს მასთან გადაღებული.
“ეს კადრები 82 წელია დამალულია. მას ჩვენ დღეს ვაქვეყნებთ და დარწმუნებული ვართ, რომ ის არავიტარ სემთხვევაში ცუდად არ აისახება ჩვენს დედოფალზე და მი სგარდაცვლილ დასა და დედაზე” – წერს გაზეთი.

ბუკინგემის სასახლე გამოქვეყნებული ფოტოს გამო მწუხარებას გამოთქვამსბუკინგემის სასახლე გამოქვეყნებული ფოტოს გამო მწუხარებას გამოთქვამს

banner
წინა სტატიაში“ხელისუფლებავ ოკუპანტთან ან დიალოგი უნდა აწარმოოთ, ან მათ “ფეხქვეშ მიწა უნდა იწვოდეს”– ჯუმბერ კირვალიძე
შემდეგი სტატიასამხედრო მოსამსახურემ 5 წლის ბავშვი გააუპატიურა