ბრიუსელში კონფერენცია “საქართველოს ახალი შესაძლებლობები ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ფარგლებში” გაიმართება

ბრიუსელში ხვალ, ევროკავშირ-საქართველოს ბიზნესსაბჭოს კონფერენცია “საქართველოს ახალი შესაძლებლობები ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ფარგლებში” გაიმართება.
საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, კონფერენცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ეკონომიკის სამინისტროსა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატთან თანამშრომლობით და ევროკავშირისა და EUROCHAMBRES-ის მხარდაჭერით იმართება.
ღონისძიებას დაესწრებიან როგორც კერძო სექტორის, ასევე ევროკავშირის სხვადასხვა სტრუქტურების, დიპლომატიური კორპუსისა და სხვადასხვა სამთავრობო უწყებების წამომადგენლები.

banner
წინა სტატიაშისახალხო დამცველი გურჯაანში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიარუსეთი საკუთარი ინტერესის გამო ყველაფერზე წავა – აცხადებს პუტინი