ბრიტანული პრესა: სააკაშვილის დანიშვნა და პუტინის რეაქცია

ბრიტანული პრესა: სააკაშვილის დანიშვნა და პუტინის რეაქცია

ბრიტანული პრესა: სააკაშვილის დანიშვნა და პუტინის რეაქციაბრიტანული Independent აღნიშნავს, რომ სააკაშვილის ოდესის მხარის გუბერნატორად დანიშვნა პუტინისთვის, სავარაუდოდ, პირადი გამოწვევის ტოლფასია.
ოფიციალურად მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტის, პიოტრ პოროშენკოს მიერ იქნა დანიშნული, რადგანაც სააკაშვილი, ინდეფენდენტის აზრით, ძლიერი ლიდერი, რეფორმატორი და საქართველოში კორუფციასთან მებრძოლი იყო. მან საკუთარ თავზე განიცადა რუსეთის აგრესია, რაც კიევის აზრით, მნიშვნელოვანი გამოცდილებაა რეგიონის რუსი სეპარატისტებისგან დასაცავად.
ოდესის მართვა, გაზეთის თქმით, არ იქნება მარტივი. საერთაშორისო კრიტერიუმების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია ფაქტზე მოსკოვის რეაქცია.
ოდესა ფრონტის ხაზიდან შორს იყო, მაგრამ ზუსტად აქ, გასულ წელს რუსთის პოლიტიკის მომხრე 48 ადამიანმა პროფკავშირების შენობა დაწვა და დღემდე ოდესაში მდგომარეობა დაძაბულია. გასული წლის დეკემბერში ზუსტად ოდესაში 5 ბომბი აფეთქდა.
როგორ იმოქმედებს სააკაშვილის დანიშვნა ფეთქებადსაშიშ სიტუაციაზე, ჯერჯერობით უცნობია.
მისი დანიშვნის შესახებ დიმიტრი მედვედევმა გაკეთებულ კომენტარში ეპითეტი «შაპიტოს შოუ» გამოიყენა. სააკაშვილმა მის რეაქციას «ისტერიული» უწოდა.
პროკრემლური პრესა თვლის, რომ საქართველოს ყოფილი ლიდერი სავარაუდოდ, პროვოკაციების ორგანიზებას შეეცდება.
სააკაშვილი და პრეზიდენტი პუტინი დიდი ხანია «თავაზიან მიმართვებს» უცვლიან ერთმანეთს. მაგალითად, ერთხელ სააკაშვილმა თქვა, რომ «პუტინი ის ნიანგია, რომელიც მზად არის თქვენს გადასაყლაპავად».
პუტინმა თავის მხრივ საფრანგერის პრეზიდენტს ნიკოლა სარკოზს უთხრა რომ «სააკაშვილს ერთი ადგილით ჩამოკიდებს», როცა სარკოზმა გაოცება გამოხატა, პუტინმა მას აუხსნა, რომ ამერიკელემბა სადამ ჰუსეინიც ასე ჩამოკიდეს.
როგორც ყირიმსა და დონბასში განვითარებული მოვლენები აჩვენებს, პრეზიდენტი პუტინი მზად არის, ისევე, როგორც აშშ-ს ექს-პრეზიდენტი ბუში, სამხედრო ძალები გამოიყენოს მიზნის მისაღწევად.
ჯერჯერობით, უცნობია, სააკაშვილის ოდესაში ყოფნა ოდესის მხარეს მიიყვანს თუ არა იქამდე, რომ პუტინი მას როგორც «ნიანგი გადაყლაპავს», მაგრამ ცხადია, რომ უკრაინის კონფლიქტს ახლა კიდევ ერთი, ღრმად პირადი ასპექტი გაუჩნდა, წერს გაზეთი ინდეპენდენტი.

banner
წინა სტატიაშირუსები ლატვიაში ნატოს წვრთნების ჩაშლას ცდილობდნენ
შემდეგი სტატიაოდესაში ნაციონალისტებმა კომუნისტები ოფისიდან გაყარეს