ბრიტანელ ლეიბორისტებს ახალი ლიდერი ყავთ

ბრიტანელ ლეიბორისტებს ახალი ლიდერი ყავთ

ბრიტანელ ლეიბორისტებს ახალი ლიდერი ყავთბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის ახალი ლიდერი ჯერემი კორბინი გახდა – სოციალისტი, რომელიც ქვეყნის ნატოდან გამოყვანას მოითხოვს და მკაცრი ეკონომიკის წინააღმხდეგ გამოდის.

ლეიბორისტების ლიდერის არჩევნები ედ მილიბენდის გადადგომის შემდეგ მოხდა, რომელიც მაისის არჩევნებში არც თუ ისე წარმატებულად გამოვიდა.
კორბინის გარდა, საკუთარი კანდიდატურები წარადგინეს ენდი ბერნემმა, ივეტ კუპერმა და ლიზ კენდალმა. ყველა მთგანი ლეიბორისტულ “მეინსტრიმს” იზიარებს და არ ეთანხმება კორბინის რადიკალური აზრებს.

ჯერემი კორბინმა 422 664 პარტიის წევრისგან ხმების 59% მიიღო.
მეორე ადგილზე გავიდა ბერნემი, რომელმაც 40%-ზე ნაკლები ქულა დააგროვა. ივეტ კუპერს ხმა 17%-მა ამომრჩეველმა მისცა. ლიზ კენდელს კი სულ რაღაც 4,5%-მა.
ანალიტიკოსების აზრით, ჯერემი კორბონის გამარჯვება ლაიბორისტების გახლეჩვას გამოიწვევს, რადგანაც კორბონის შეხედულებები რადიკალურად განსხვავდება “ახალი ლეიბორისტებისგან”, რომლებიც ტონი ბლერიდან დაწყებული პარტიის პოლიტიკას განსაზღვრავენ.

გამარჯვების შემდეგ სიტყით გამოსვლისას კორბონმა თქვა, რომ ლეიბორისტებმა “დემოკრატიის გრანდიოზული ამოცანა” ჩააბარეს. მისი თქმით, პარტიამ საკუთარი თავი აჩვენა როგორც “დემოკრატიულმა, მრავალფეროვანმა, ერთიანმა და უკეთესი და სამართლიანი საზოგადოების ჩამოყალიბებისკენ მიმართულმა”.
ტონი ბლერმა, რომელის პარტიის 1997, 2001 და 2005 წლებში გამარჯვებული ლიდერი იყო, კორბინის გამარჯვებას ტრაგედია და კატასტროფა უწოდა.

banner
წინა სტატიაშიბერლუსკონე ყირიმულ შთაბეჭდილებებზე
შემდეგი სტატიაბარაკ ობამას განცხადებით, რუსეთი დიდ შეცდომას უშვებს, როცა სირიის პრეზიდენტის მხარს უჭერს