ბრიტანელ არასრულწლოვანს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

Crimestopperslogo5 წლის დიდი ბრიტანეთის მოქალაქეს, რომელიც პოლიციელისთვის თავის მოჭრას აპირებდა ავსტრალიაში, ვეტერანების დღესთან დაკავშირებით გამართულ აღლუმზე, სამუდამო პატიმრობა მიესაჯა.

ბლექბერნელი მოზარდი, რომლის სახელი მისი ასაკის გამო არ საჯაროვდება, პირველ ეტაპზე არანაკლებ 5 წელს გაატარებს ციხეში, სადაც ტერორიზმის ბრალდებით თავისუფლებააღკვეთილები იხდიან სასჯელს.

სასამართლო პროცესზე ნათქვამი იყო, რომ ახალგაზრდა მამაკაცმა ათასობით ონლაინ წერილი გაუგზავნა ავსტრალიელ ჯიჰადისტს, რომელსაც ავსტრალიელი ჯარისკაცების დახოცვის გეგმას სთავაზობდა, მათ შორის თავის მოკვეთებს.

ბლექბერელი მოზარდი ბრიტანეთის ყველაზე ახალგაზრდა მოქალაქეა, რომელიც ტერორიზმის ბრალდებით მოიხდის სასჯელს. მოზარდმა ერთ-ერთ მუხლში ბრალი აღიარა. ბრიტანეთის პოლიციას რომ არ შეეღწია ახალგაზრდას ტელეფონში, სადაც გეგმის შესახებ გაიგეს, აღლუმზე პოლიციელების მკვლელობა, სავარაუდოდ, განხორციელდებოდა.

ვეტერანების დღე ავსტრალიაში ყოველ წელს პირველი მსოფლიო ომის დროს დაღუპულების პატივსაცემად იმართება.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ს მედია თვლის, რომ ობამას პუტინის ეშინია
შემდეგი სტატია“საკუთარ მომავალზე თავად ვიღებ გადაწყვეტილებას”- არეშიძის პასუხი კახა კალაძეს