ბრიტანეთმა რუს მილიარდელებს გარიგება დაუბლოკა

დიდი ბრიტანეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ჩრდილოეთის ზღვაში ნავთობისა და გაზის 12 საბადოს მიყიდვა რუსი მილიარდელი მიხელ ფრიდმანისა და გერმან ხანისათვის დაიბლოკა. გარიგების დაბლოკვის მიზეზად ბრიტანეთის მხარე, მყიდველებისათვის სანქციის შესაძლო დადებას ასახელებს.

რუსი მილიარდელები გერმანი და ხანი, აპირებდნენ შეესყიდათ გერმანული კონცერნ ,,RWE,,-საგან ნავთობკომპანია ,,Dea,, 5 მილიარდ ევროდ. ყიდვა-გაყიდვის ხელსეკრულება კი ერთ კვირაში უნდა დასრულებულიყო. კომპანია ,, Dea,, მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში მუშაობს და მათ შორის ბრიტანეთში, სადაც 12 ჭაბურღილში თავისი წილი აქვს.

გაერთიანებული სამეფოს ენერგეტიკის მინისტრის ედ დეივის განცხადებით, ისინი კომპანია ,,Dea,,საგან მოითხოვენ, რომ წილის გაყიდვის დროს ,,შესაფერისი,, მესამე მხარე მოიძებნოს.

timer.ge

banner
წინა სტატიაშიდავით საგანელიძე თანამდებობას ტოვებს?
შემდეგი სტატიამარტვილში მურთაზ ხურცილავას სახელობის ცენტრალური საფეხბურთო სტადიონი გაიხსნა