ბრიტანეთი: კალეს მიგრანტების პრობლემა მოგვარებულია

აფრანგეთიდან დიდ ბრიტანეთში გადასვლის მსურველმა 150-მდე მიგრანტმა ლა-მანშის სრუტეში მდებარე ორი ქვეყნის დამაკავშირებელი გვირაბის ბლოკირება მოახდინა. ინციდენტმა სარკინიგზო და საავტომობილო გზების პარალიზება გამოიწვია.

აფრანგეთიდან დიდ ბრიტანეთში გადასვლის მსურველმა 150-მდე  მიგრანტმა ლა-მანშის სრუტეში მდებარე ორი ქვეყნის დამაკავშირებელი გვირაბის ბლოკირება მოახდინა.   ინციდენტმა სარკინიგზო და საავტომობილო გზების პარალიზება გამოიწვია.ბრიტანეთის მთავრობის თქმით, არ არსებობს იმის მიზეზი, რომ ვიფიქროთ, რომ ყველა მიგრანტი, რომელიც კალეშია, მოხვდება ბრიტანეთში. ბრიტანეთმა კალეს სიტუაცია კონტროლ ქვეშ აიყვანა. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ევროგვირაბის დასაცავად 100 უშიშროების თანამშრომელი იქნა გაგზავნილი.
მისი თქმით, მიღებული ზომები უკვე შედეგიანია. ახალი სტრატეგია გულისხმობს ყველა ტიპის ტრანსპორტის შემოწმებას, რომ მიგრანტებმა არალეგალურად ვერ შეძლონ ევროგვირაბის გავლით ბრიტანეთში მოხვედრა.
ასევე დაგეგმილია შემოსაზღვრული პერიმეტრის გაკეთება კალეში. “ვფიქრობ, ჩვენ კალეს კონტროლ ქვეშ აყვანა შევძელით, რამაც შედეგად მიგრანტების რიცხვი შეამცირა. ვფიქრობ, ორ-სამ დღეში მეტ შედეგს ვნახავთ” – განაცხადა მინისტრმა.

ბრიტანეთი და საფრანგეთი ორივე თანამშრომლობს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ქალაქ კალეში დაბანაკებული არიან მიგრანტები დოკუმენტების გარეშე, რომლებიც ევროგვირაბის გავლით ბრიტანეთში ცდილობენ მოხვედრას.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთიდან დიდ ბრიტანეთში გადასვლის მსურველმა 150-მდე  მიგრანტმა ლა-მანშის სრუტეში მდებარე ორი ქვეყნის დამაკავშირებელი გვირაბის ბლოკირება მოახდინა. 

ინციდენტმა სარკინიგზო და საავტომობილო გზების პარალიზება გამოიწვია.

banner
წინა სტატიაშისაგანგებო რეჟიმში მუშაობს ამ წუთებში ყვარლის რაიონული საავადმყოფო
შემდეგი სტატიასენაკის რაიონში დაკარგული მამაკაცის სამძებრო სამუშაოები დილიდან განახლდა