ბრიტანეთის საგარეო სს: რუსეთმა ყირიმი უნდა დააბრუნოს

ბრიტანეთის საგარეო სს: რუსეთმა ყირიმი უნდა დააბრუნოსდიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა ფილილ ჰემონდმა თავის გამოსვლაში ყირიმის უკრაინისთვის დაბრუნება კატეგორიულად მოითხოვა.
„ერთი წლის წინ რუსეთის მიერ ყირიმის არაკანონიერი ანექსია საერთაშორისო კანონების უხეში დარღვევაა… და მე ან ნაბიჯს ძალიან კატეგორიულად ვაფასებ“ – თქვა მან.
ჰემონდის სიტყვებით, დიდი ბრიტანეთი ყირიმში ჩატარებული არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და მას „უაზრო ფურცელს“ უწოდებს, რასაც პრეზიდენტი პუტინი ამოეფარა, რომ მიწების მითვისების პროცესი გაელამაზებინა.
ჰემონდის თქმით, ძალების გამოყენება, საზღვრების შეცვლა და რუსეთის მოქმედებები მსოფლიო უსაფრთხოებას აყენებს საშიშროების წინ.
„ჩვენი რუსეთისადმი მიმართვა მკაფიო და თანმიმდევრულია: ყირიმის ანექსია არალეგალური და არაკანონიერი იყო და ის დღემდე ასეთი რჩება, 2015 წლის მარტამდე. რუსეთმა ყირიმი უნდა დააბრუნოს“- განაცხადა ჰემფორდმა.
დაკარგული ტერიტორიბის დაბრუნების შესახებ კვირას უკრაინის პრეზიდენტი პიოტრ პოროშენკოც საუბრობდა. „ინტერთან“ საუბარში მან აღნიშნა, რომ უკრაინას ძალისმიერი მეთიდებით ტერიტორიების დაბრუნება არ შეუძლია – „მხოლოდ იარაღით, ტანკებით… უკრაინის ტერიტორიებს ვერ დავიბრუნებთ. არსებობს სხვა მეთოდიც – რეინტეგრაცია“ – განაცხადა პოროშენკომ.
„ჩვენ რომანტიკოსები არ ვართ. თუკი უკრაინის წინააღმდეგ შეტევები განხორციელდება, ჩვენ მზად ვართ სრული ძალებით დავხვდეთ მტერს და კბილებში ჩავცხოთ. ჩვენ გვყავს ვინც ქვეყანას დაიცავს“ – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშიეგვიპტეში ზვიგენმა გერმანელი ტურისტი იმსხვერპლა
შემდეგი სტატიაგაიცანით: ბარაკ ობამას ძმა და ისრაელის მტერი