ბრიტანეთის პრესა: ჩინეთის შიში და რუსეთზე მობილიზება

Times-ის კორესპონდენტი „ჩინურ საშიშროებიდან“ რეალურ, ნამდვილ პრობლემებზე ყურადღების გამახვილებისკენ მოუწოდებს მკითხველს.
„ცივი ომის ყველაზე ცხელი ფაზის დროს მწერალი სტანისლავ ლემი თავის წიგნში დედამიწის ყველა შეიარაღებას მთვარეზე აგზავნის. ამ წიგნს მან „მშიდობა დედამიზწაზე“ დაარქვა. ეს ჯერჯერობით ასე არ მომხდარა ჩვენს პლანეტაზე და ალბათ, რამდენიმე ხანს კიდევ არ მოხდება, ჩვენ გავიჭედეთ გლობალურ საშიშროებებში: უკრაინა დღეს, სამხრეთ-ჩინური ზღვა – ხვალ, არქტიკა – ზეგ… ჩვენი პლანეტა დაძაბულია, შეიარაღებულია და მზად არის ომისთვის“ – წერს როჯერ ბოისი.
სანამ ჯერაც გვგგონია, რომ ჩინეთი აშშ-სთვის ყველაზე რეალური საშიშროებაა, ამერიკაში გამოდის საგაზეთო სტატიები სათაურებით „ჩინეთის საიდუმლო სტრატეგია, თუ როგორ ჩაანაცვლოს აშშ გლობალური იმპერიის სტატუსით“, ანუ, ზუსტად ისე, როგორც 1914 წელს – წერს ის.
ბოისას აზრით, არსებობს სხვა კონფრონტაცია, რომელიც ჩინურზე რეალურია. „ქვეყნის სიძლიერე მის საშიშროებაზე არ მიუთითებს, მაგრამ ის, რომ პუტინის რუსეთი, რომელიც მზად არის სხვისი ტერიტორიები მიითვისოს, უკვე ნამდვილ მტრულ ძალაზე მიუთითებს – წერს ავტორი.
ჩინეთს დასავლეთის ნერვების გაფრთხილება და დამშვიდება შეუძლია, თუკი ნდობის მოპოვებას შეეცდება მაგალითად, აშშ-სთან ერთობლივი წვრთნების ჩატარებით, ან პუტინის მხარდაჭერის შეჩერებით: „ჩინეთისთვის ყველაზე ეფექტური ნაბიჯი იმისკენ, რომ მსოფლიო დაარწმუნოს იმაში, რომ მას ტერიტორიული ამბიციები არ გააჩნია – არის ყირიმის ანექსიის ღია კრიტიკა“- ნათქვამია სტატიაში. „მოდით, მოვუსმინოთ ჩინეთს, რას ლაპარაკობენ ისინი სინამდვილეში და ნუ ვიქნებით მოსალოდნელი ომის შიშში“ – წერს ჟურნალისტი.

banner
წინა სტატიაშილევან ყიფიანი მის სავარაუდო შემცვლელზე პირველ კომენტარს აკეთებს
შემდეგი სტატია90 წლის კუს, რომელსაც ფეხები არ ქონდა, ბორბლები დაუმაგრეს