ბრიტანეთის დედოფლის სიმდიდრე

ბრიტანეთის დედოფლის სიმდიდრე«გვირგვინის საკუთრება» არის კომპანია, რომელიც სამეფო უძრავ ქონებას განაგებს. მან წელს სარეკორდო მოგება 285 მილიონი ფუნტი (დაახლოებით 450 მილიონი დოლარი) მიიღო. დედოფალის სახელით გადასახადი, რომელსაც გადასახადის გადამხდელები იხდიან, სავარაუდოდ, მომავალ წელს 2 მილიონი ფუნტით გაიზრდება.

რამდენად მდიდარია დედოფალი და საიდან მოდის მისი ქონება?
დედოფლის ქონების შესახებ საზოგადოებას სრული ინფორმაცია არა აქვს. დედოფალი ვალდებული არ არის საკუთარი ქონების შესახებ პერსონალური მონაცემები გაასაჯაროვოს.

ბრიტანეთის უმდიდრესი ადამაინების სიაში მიმდინარე წელს Sunday Times-ის (Sunday Times Rich List 2015) ცნობით, დედოფალი 340 მილიონ ფუნტს ფლობს. 10 მილიონით მეტს, ვიდრე გასულ წელს.
დედოფლის შემოსავლებს შეადგენს სახელმწიფო არხები და პირადი ფინანსები.

სამეფო კარის ძირითადი შემოსავალი სუვერენული გრანტია, რომელიც კომპანია «გვირგვინის საკუთრების» მოგების ფიქსირებული პროცენტია.

«გვირგვინის საკუთრება» 1760 წელს შეიქმნა, როცა მეფე გრიგოლ III სრულწლოვანი გახდა, მან სახელმწიფოსთან შეთანხმება დადო, რომლის თანახმადაც სამეფო უძრავი ქონების შემოსავლებმა ბიუჯეტში დაიწყეს შედინება.
სანაცვლოდ, მონარქი არ იხდიდა სამოქალაქო გადასახადებს და მემკვიდრეობით ვალებს და მას დაერიცხებოდა მიღებული შემოსავლებიდან მოგების პროცენტები.

ამის შემდეგ ყველა მომდევნო მონარქი ტრადიციულად აგრძელებდა შეთანხმებას.

დღეს კომპანია დამოუკიდებელი კომერციული საწარმოა, რომელიც ბრიტანეთში ყველაზე მსხვილ უძრავ ქონებას ფლობს. მისი კაპიტალი რეკორდულად მაღალია 11, 5 მილიარდი ფუნტი, 16, 1 %-ით მეტი, ვიდრე 2014 წელს.
აქტივების დიდი ნაწილი ლონდონში მდებარეობს, თუმცა მისი ქონება განთავსებულია ასევე შოტლანდიაში, უელსსა და ჩრდილოეთ ირლანდიაში.
ობიექტებს შორის არის ვინდზორის პარკი და სამეფო იპოდრომი ასკოტში, მაგრამ პორტფოლიოს ძირითად ნაწილს შეადგენს უძრავი ქონება, მათ შორის ოფისები, მაღაზიები, სავაჭრო ცენტრები, ასევე როჯერ სტრიტსა და ვესტ-ევნის შენობების დიდი ნაწილი.
ფინანსირების შეთანხმების თანახმად კომპანიის ყველა მოგება სახელმწიფოში მიდის გარდა 15%-ისა, რომელიც სამეფო ოჯახს ერიცხება. ამას სუვერენული გრანტი ქვია, რომელიც ცერემონიის ხარჯებში მიდის.

ბრიტანეთის დედოფლის სიმდიდრე

გასულ წელს სუვერენული გრანტი 37,9 მილიონი ფუნტი იყო, აქედან 35,7 დედოფალმა გახარჯა.
თანხაში შედის პერსონალის მომსახურება, უძრავი ქონების მომსახურება, მოგზაურობები, კომუნალური მომსახურება.
კომპანია ფორმალურად მონარქს ეკუთვნის, თუმცა ოფიციალურად მისი გაყიდვა შესაძლებელია.
დედოფლის პერსონალური შემოსავლების შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი. Sunday Times-ის მონაცემებით, მას ინვესტიციების პორთფელი აქვს, რომელიც ძირითადად აქციების და ბრიტანული კომპნიებისგან შედგება. მისი ღირებულება 110 მილიონ ფუნტად არის შეფასებული.

დედოფალს პირადი ქონებაც გააჩნია, რომელშიც შედის სანდრინგემის სასახლე ნორფოლკში, ბარმორალის ციხესიმაგრე და სხვა შენობები.
მას მარკების, ნახატების, ბრილიანტების, ავტომობილების, ცხენების დიდი კოლექცია აქვს და ასევე – დედის მემკვიდრეობა.
დედოფალ ელიზაბეტას პირადი ქონების გარდა სამეფო კარი სამეფო კოლექსიასაც ფლობს, სადაც ხელოვნების ნიმუშები და სხვა სახის ნივთები შედის.
ის დაახლოებით მილიონი ნივთისგან შედგება, 10 მილიონი ფუნტი ღირს და ინახება მემკვიდრეებისა და ქვეყნისთვის.

 

banner
წინა სტატიაშიპუტინის უხეში და სასაცილო გამონათქვამები
შემდეგი სტატიაგიორგი ქადაგიძე: კურსის მერყეობაზე უარყოფით გავლენას ახდენს დაუღალავი კამპანია ეროვნული ბანკის წინააღმდეგ