ბოსნიის პრეზიდენტმა ბაკირ იზეტბეგოვიჩმა გუშინ სერბეთის პრემიერ-მინისტრზე განხორციელებული თავდასხმის გამო ღრმა მწუხარება გამოთქვა

სერბეთის პრემიერს სრებრენიცაში ქვები და ბოთლები დაუშინეს

სერბეთის პრემიერს სრებრენიცაში ქვები და ბოთლები დაუშინესბოსნიის პრეზიდენტმა ბაკირ იზეტბეგოვიჩმა გუშინ სერბეთის პრემიერ-მინისტრზე განხორციელებული თავდასხმის გამო ღრმა მწუხარება გამოთქვა.
ბელგრადმა ბოსნიას მოუწოდა საქმე გამოიძიონ და დამნაშავეები კანონის შესაბამისად დასაჯონ. სერბეთის შს მინსიტრის ივიცა დაჩიჩმა მომხდარი შეაფასა როგორც სახელმწიფო მოღვაწეზე განხორციელებული მკვლელობის მცდელობა.
საქმე გუშინ მომხდარ ინციდენტს ეხება. როცა სერბეთის პრემიერ-მინისტრს ალექსანდრ ვაუჩინს სრებრენიცაში ხალხმა ბოთლები და ქვები დაუშინა. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, სერბეთის დელეგაციამ ცერემონია დროზე ადრე დატოვა მომხდარი ინციდენტის გამო.
გუშინ სრებრენიცაში სამგლოვიარო ცერემონია გაიმართა იუგოსლავიის ომის დროს სერბების მიერ 8 000 ბოსნიელის დახოცვის გამო. ტრაგედია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უპერედენტო იყო და მას გენოციდის სტატუსი მიენიჭა.
პრემიერის ერთ-ერთი თანამშრომლის თქმით, ქვა პრემიერს სათვალეზე მოხვდა. მას ხალხმა გამოსვლა რამდენჯერმე შეაწყვეტინა.
სერბეთის შს მინისტრის განცხადებით, “მომხდარი სერბეთზე და ყველა სერბზე თავდასხმას ნიშნავს”.

“ბოსნიის მთავრობას მცდელობაც არ ჰქონია სერბეთის პრემიერ-მინისტრისთვის უსაფრთხოების პირობები შეექმნა” – განაცხადა სერბეთის შს მინისტრმა.
სამგლოვიარო ცერემონიაზე ათობით ათასი ადამიანი იმყოფებოდა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინაში, მუკაჩევოში გუშინდელი სროლებს ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა
შემდეგი სტატიაეს არის ჩვენი მოქალაქეების უფლებების დარღვევა-ეკა ბესელია