ბორჯომში ხანძრის ჩასაქრობად ვერტმფრენებს ისევ იყენებენ

ბორჯომის რაიონის სოფელ დვირთან ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. ტემპერატურის მატებასთან ერთად ხანძრის გავრცელების რისკების თავიდან ასაცილებლად ბორჯომის ხეობაში მუშაობას 2 ვერტმფრენი განაგრძობს.

ტერიტორიაზე, დაახლოებით, 150 მეხანძრე-მაშველი იმყოფება. ხანძრის სრული ლიკვიდაცია ჯერ არ მომხდარა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტავენ, რომ ხანძრის გავრცელების საშიშროება დასახლებულ პუნქტებზე არ არსებობს.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია.

banner
წინა სტატიაშიმანანა კობახიძე: ვწუხვარ, რომ ნაციონალური მოძრაობისა და პრეზიდენტის პოზიციების ასეთი თანხვედრაა
შემდეგი სტატიაზურაბ ჟვანიას საქმის ყოფილმა გამომძიებელმა სასამართლოს ჩვენება მისცა