ბორჯომში პოლიციელის მკვლელობაში ეჭვმიტანილი შალვა აბულაძის ტავერნა დაწვეს

რამდენიმე წუთის წინ ხანძარი იყო ბორჯომში. არსებული ინფორმაციით, დამწვარია ტავერნა “ნია”, რომელიც პოლიციელების მკვლელობაში ეჭვმიტანილ და მიმალულ შალვა აბულაძეს ეკუთვნის.

არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ტავერნას სამზარეულოში გაჩნდა და შენობის დიდი ნაწილი სრულად გაანადგურა.

ადგილზე მუშაობენ სამაშველო და სახანძრო სამსახურის თანამშრომლები.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც განზრახ ზიანის მიყენებას გულისხმობს.

ტავერნა “ნია”, საჯარო მონაცემების თანახმად, დარეგისტრირებულია კვების ობიექტად “1+2”.

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანი – ხარძიანის მკვლელობის გამოძიებისთვის სამართალდამცავებს დრო უნდა მივცეთ
შემდეგი სტატიახმალაძე პოლიციელებზე თავდასხმასა და “იარაღის შესახებ” კანონში ცვლილებების განხილვას შორის კავშირს გამორიცხავს