ბორჯომში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

ამ წუთებში, ბორჯომში ცენტრალური გზა ავტოავარიის გამო გადაკეტილია. ერთმანეთს სატვირთო და მსუბუქი ავტომანქანები შეეჯახნენ.

შემთხვევის შედეგად სატვირთო მანქანის მძღოლი გარდაიცვალა, ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

banner
წინა სტატიაშიდაჭრილი პოლიციელი შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა საავადმყოფოში მოინახულა
შემდეგი სტატიაUNESCO-სთან თანამშრომლობის ახალი ეტაპი იწყება