„ბორჯომი პატარა ქალაქია და აბულაძის დაკავების ამბავი ყველამ იცის“- რა ინფორმაციები ვრცელდება აბულაძის დაკავებაზე?

პოლიციელების მკვლელობაში ბრალდებული შალვა აბულაძის დაკავების შესახებ ამ დრომდე ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა. მისი ადვოკატს და ოჯახის წევრებსაც არ აქვთ დადასტურებული ინფორმაცია შალვა აბულაძის დაკავების შესახებ.

ადვოკატის თამარ გაჩეჩილაძის ინფორმაციით, მისთვის შალვა აბულაძის დაკავება ოფიციალურად არავის უცნობებია.
ინფორმაციას აბულაძის დაკავების შესახებ ბორჯომის გამგებელი დიმიტრი ყიფიანი ეხმაურება და აცხადებს, რომ ბორჯომი პატარა ქალაქია და შალვა აბულაძის დაკავების ამბავი ყველამ იცის, თუმცა მომხდარის დეტალები მისთვის უცნობია. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ შალვა აბულაძე მისი დაკავების სპეცოპერაციისას არ დაჭრილა და ის ე.წ. არდაგნის დასახლებაში, ერთ-ერთ მიტოვებულ სახლში დააკავეს.
შეგახსენებთ, რომ არაოფიციალური ინფორმაციით, ბოლო 3 თვის განმავლობაში ორი პოლიციელის მკვლელობასა და ორი სამართალდამცველის დაჭრაში ბრალდებული შალვა აბულაძე ბორჯომში, ერთ-ერთ მიტოვებულ სახლში წუხელ დააკავეს.

banner
წინა სტატიაშიიერუსალიმში წითელ პარასკევს აღნიშნავენ
შემდეგი სტატია12 და 13 აპრილს სასაფლაოებამდე მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს უფასოდ მოემსახურება