ბორის ნემცოვი აპირებდა გამოექვეყნებინა ანგარიში, რომელშიც დონბასში რუსი სამხედროების მონაწილეობის შესახებ არსებულ მტკიცებულებები იქნებოდა წარმოდგენილი

ბორის ნემცოვი აპირებდა გამოექვეყნებინა ანგარიში, რომელშიც დონბასში რუსი სამხედროების მონაწილეობის შესახებ არსებულ მტკიცებულებები იქნებოდა წარმოდგენილი.ტელეწამყვანისა და საზოგადო მოღვაწის, ქსენია სობჩაკის განცხადებით, ბორის ნემცოვი აპირებდა გამოექვეყნებინა ანგარიში, რომელშიც დონბასში რუსი სამხედროების მონაწილეობის შესახებ არსებულ მტკიცებულებები იქნებოდა წარმოდგენილი.

ქსენია სობჩაკი რუსი ოპოზიციონერის, იულია იაშინზე, დაყრდნობით აცხადებს, რომ მოსკოვში მოკლული ბორის ნემცოვი უახლოეს დღეებში აპირებდა გამოექვეყნებინა დოკუმენტაცია დონბასში მიმდინარე ომის შესახებ.

„იაშინმა მითხრა, რომ ის აპირებდა, გამოექვეყნებინა ანგარიში ფაქტებითა და დოკუმენტებით, რომელიც ადასტურებს რუსეთის სამხედრო ძალების ყოფნას დონბასში,“ – წერს ქსენია სობჩაკი Twitter-ზე.

ამ მასალების ბედი გაურკვეველია. სამაგიეროდ ცნობილია, რომ რუსულმა პოლიციამ ნემცოვის ბინიდან იქ არსებული დოკუმენტაცია “გამოძიების მიზნებისთვის” ამოიღო.

banner
წინა სტატიაშინემცოვის მკლელობასთნ დაკავშირებით სოციალურ ქსელებში პროტესტი დაიწყო
შემდეგი სტატიანემცოვის მკვლელობის ოფიციალური და არაოფიციალური ვერსიები