ბორის ნემცოვის ხსოვნისადმი მიძღვნილ სამგლოვიარო მარშზე 50-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

მოსკოვი

მოსკოვის ცენტრში, ბორის ნემცოვის ხსოვნისადმი მიძღვნილი სამგლოვიარო მარშის დროს სამართალდამცავებმა 50-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ “ინტერფაქსი” წერს.
მოსკოვის მერიის რეგიონული უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ალექსეი მაიოროვმა განაცხადა, რომ საერთო ჯამში სამგლოვიარო მარში ორგანიზებულად ჩატარდა.
რაც შეეხება 50-ზე მეტი ადამინის დაკავებას, მაიროვმა განმარტა, რომ ისინი საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის დააკავეს.
ბორის ნემცოვის ხსოვნისადმი მიძღვნილ სამგლოვიარო მარშში, რომელიც მოსკოვის ცენტრში გუშინ გაიმართა, 50 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა.
ბორის ნემცოვი მოსკოვის ცენტრში 27 თებერვალს, გვიან ღამით მოკლეს. რუს ოპოზიციონერს 3 მარტს მოსკოვში, ტროეკუროვსკოეს სასაფლაოზე დაკრძალავენ.

banner
წინა სტატიაშირუსეთის საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელი – ნემცოვი შესაძლოა, არაპროფესიონალმა მკვლელმა მოკლა
შემდეგი სტატიაპოლიციამ ბორის ნემცოვის ოფისში ჩხრეკა ჩაატარა