ბორის ნემცოვის შვილები კადიროვის დაკითხვას ითხოვენ

დაღუპული პოლიტიკოსის ბორის ნემცოვის ოჯახის ადვოკატები გამოძიებას სთხოვენ ჩეჩნეთის ხელმძღვანელი რამზან კადიროვი და სხვა ჩეჩენი მაღალჩინოსნები დაკითხონ.

შესაბამისი შუამდგომლობა 22 აპრილს იქნა შეტანილი, ამბობს ადვოკატი ვადიმ პროხოროვი. შუამდგომლობა შეიცავს ასევე თხოვნას, რომ დაიკითხოს დუმას დეპუტატი ადამ დელიმხანოვი,  ბატალიონ „სევერის“ მეთაურის მოადგილე რუსლან გერემეევი, მეთაური ალიბეკ დელიმხანოვი და ფედერაციის საბჭოს წევრი სულეიმან გერემეევი.

ადვოკატები ამის საფუძვლად მიიჩნევენ „არსებულ მტკიცებულებებს (მათ შორის მრავალ პუბლიკაციებს , რომელიც მუდმივად ქვეყნდებოდა მედიით) და იმას, რომ „შესაძლებელია ჩეჩნეთის რესპუბლიკის უმაღლესი ხელმძღვანელი პირები დაკავშირებული იყვნენ მკვლელობასთან“.

ბიბისისთან ინტერვიუში ადვოკატი ვადიმ პროხოროვი ამბობს, რომ ბოლო თვენახევრის მანძილზე გამოძიება ასე თუ ისე ნორმალურად მიდის, მაგრამ საკმარისია ჩეჩნეთზე დაიწყონ საუბარი, რომ გამოძიება მათ პროპაგანდაში ადანაშაულებს.

banner
წინა სტატიაშიგამოძიების ფედერალური ბიურო ავიაკომოანიებს აფრთხილებს
შემდეგი სტატიანანა კაკაბაძე: აშშ-ს ელჩი საქართველოში პოლიტპატიმართა სიის შედგენაში მონაწილეობდა