ბორის ნემცოვის მკვლელობაში ეჭვმიტანილმა თავი აიფეთქა

რუსული მედიის ცნობით, ეჭვმიტანილი სამართალდამცველებმა გროზნოში ალყაში მოიქციეს, რის შემდეგაც მან ერთი ყუმბარა პოლიციელების მისამართით ისროლა, მეორეთი კი თავი აიფეთქა და ადგილზე გარდაიცვალა.

7 მარტს სამართალდამცველებმა რუსი ოპოზიციონერის მკვლელობაში ეჭვმიტანლი ანზორ გუბაშევი და ზაურ დადაევი დააკავეს. ინგუშეთის უშიშროების საბჭოს ცნობით, დადაევი ბატალიონ “სევერში” მსახურობდა, გუბაშევი კი ჰიპერმარკეტის დაცვის თანამშრომელი იყო.

მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ნემცოვის მკვლელობის საქმეზე კიდევ ორი პირი – გუბაშევის უმცროსი ძმა და უცნობი მამაკაცი დააკავეს, რომელიც მკვლელობის მომენტში მანქანაში დადაევთან ერთად იმყოფებოდა.

რუსი ოპოზიციონერი ბორის ნემცოვი მოსკოვის ცენტრში 28 თებერვალს მოკლეს.

banner
წინა სტატიაში“ეს არის უდიდესი ტკივილი თითოეული ჩვენგანისთვის, უმძიმესი დანაკარგი ჩვენი ქვეყნისთვის”
შემდეგი სტატია“ნაციონალური მოძრაობა” აშშ-ში ქართველი სამხედრო კურსანტების დაღუპვის გამო ღრმა მწუხარებას გამოხატავს