ბორის ნემცოვის მკვლელობა – პასუხგაუცემელი კითხვები

ბორის ნემცოვის მკვლელობა - პასუხგაუცემელი კითხვები

ბორის ნემცოვის მკვლელობა - პასუხგაუცემელი კითხვებიბორის ნემცოვის მკვლელობის შემდეგ ბევრი ვერსია გაჩნდა შესაძლო მოტივებზე, ვინ ან როგორ და რატომ მოკლა მოსკოვის შუაგულში კრემლის კედლებთან ოპოზიციონერი პოლიტიკოსი – წერს ბიბისი.
საგამოძიებო კომიტეტი მომხდართან დაკავშირებით მრავალ ვერსიას განიხილავს, მაგრამ ჯერჯერობთ მათ არ გაუჟღერებიათ ოფიციალური მონაცემები. ამასთანავე, მასმედია არ ცხრება და ყველა შესაძლო ვარიანტზე მიუთითებს, რაც რუსეთის საგამოძიებო კომიტეტს არ მოსწონს.

ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ მომხდარი შეკვეთილი მკვლელობის ყველა ნიშანს ატარებს და გავს პროვოკაციას. პუტინმა რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მოითხოვა გონიერ ვადებში მოხდეს მომხდარის გამოძიება.
მკვლელობიდან ერთი კვირის შემდეგ მომხდარის შესახებ ძალიან ბევრი შეკითხვა დაგროვდა.
დანაშაული კრემლის კედნებთან მოხდა. თითქმის მაშინათვე გაიცა ბრძანება ქუჩების პატრულირების, ყველა ეჭვმიტანილი ავტომობილის შემოწმების და სხვა ღონისძიების შესახებ, რამაც ვერ იმუშავა.
როგორც ექსპერტები ამბობენ, ხმაურიანი მკვლელობების გახსნის შესაძლებლობა პირდაპირ კავშირშია დროსთან, რომელიც მკვლლეობის მომენტიდან ითვლება.

ბორის ნემცოვის მკვლელობა - პასუხგაუცემელი კითხვები

გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მომხდარიდან პირველ საათებს. თუკი სამართალდამცავებს პირველივე წუთებში რაიმე კონკრეტული შედეგი არ უჭირავთ ხელში, ეს იმას ნიშნავს, რომ გამოძიება რთულდება.
დღემდე არ არსებობს მკვლელის და მანქანის შესახებ ინფორმაცია, რომლითაც მკვლელი მიიმალა.
სად გაქრა მანქანა, სადაც მკვლელი ჩაჯდა?
ის, რომ მკვლელი ნემცოვის მოკვლის შემდეგ მანქანით გაეცალა ადგილს, თითქმის არ ტოვებს ეჭვს, თუმცა, ჯერჯერობით ბოლომდე არ არის ცნობილი მანქანის მარკა და ის, ვიდეოთვალთვალის კამერებმა დააფიქსირეს ის თუ არა. რუსულმა მასმედიამ რამდენიმე მანქანა „აღმოაჩინა“, რომლებიც ხიდზე ზუსტად მომხდარისას მოძრაობდნენ.

LifeNews-ის ცნობით, ერთ-ერთი ეჭვმიტანილი მანქანა „ლადა პრიორა“ იყო ინგუშეთის ნომრებით, რომელსაც მოსკოვის ერთ-ერთ კორპუსთან მიაგნეს კიდეც, თუმცა, შემდეგი ცნობები მანქანის შესახებ არ არსებობს.
არსებობდა ინფორმაცია კიდევ ერთი მანქანის შესახებ, რომელის კვალიც ასევე იკარგება.
მედიაში ფიგურირებს კიდევ რამდენიმე მანქანა – ЗАЗ Chance, რომელიც უკრაინელზეა გაფორმებული, მაგრამ მფლობელი ამბობს, რომ ის დიდი ხნის წინ გაყიდა და სამართალდამცავები ინფორმაციას ვერ ადასტურებენ. ასევე ფორდი, რომელიც ფინანსთა სამინისტროს ეკუთვნის და მკვლელობის ღამეს შემთხვევის ადგილზე 3-ჯერ გაიარა. მოგვიანებით სამინისტრომ განაცხადა, რომ მანქანა მათ ბალანსზე არ იმყოფება და ის სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებს ემსახურება.
შენთხვევის ადგილი ფაქტობრივად სავსეა კამერებით, ზოგი მათგანი ბოძებზეა მიმაგრებული, ზოგი – კრემლის კოშკებზე.

ტელეკომპანია ТВЦ-მ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც რუსი პოლიტიკოსის ბორის ნემცოვის მოკვლა დეტალურად არის აღბეჭდილი
პრესაში გავრცელებული თავდაპირველი ინფორმაციით, სათვალთვალო კამერები მკვლელობის ღამეს არ მუშაობდა, თუმცა მოგვიანებით მოსკოვის მერიამ განაცხადა, რომ ყველა კამერა მუშაობდა და საგამოძიებო უწყებებს გადაეცათ მასალები. სრულიად შესაძლებელია, რომ გამოძიება ინტერესებიდან გამომდინარე არ ასაჯაროვებს ჩანაწერებს.

მკვლელობის ადგილზე კამერებზე პასუხისმგებელი რუსეთის ფედერალური სამსახურია, რომელიც სახელმწიფოს პირველი პირების უსაფრთხოებაზეა პასუხისმგებელი. ფედერალურ სამსახურში განაცხადეს, რომ კამერები მიმართულია კრენლის შიდა პერიმეტრისკენ და მკვლელობის ადგილი მასში ვერ მოხვდებოდა და რომ ხიდი მათი უსაფრთხოების იურისდიქციაში არ შედის. ამასთანავე, „იანდექს პანორამადან“ ჩანს, რომ მინიმუმ ორი კამერა მაინც არის მკვლელობის ადგილისკენ მიმართული. ფოტოგრაფებმა ამაზე ყურადღება გაამახვილეს.
ერთადერთი ვიდეოჩანაწერი, რომელიც ტელეკომპანია ТВЦ-მ გამოაქვეყნა, მკვლლეობის მეორე დღესვე, აღბეჭდავს მკვლელობის მომენტებს – ამბობს ტელეკომპანია. კამერა, რომელითაც ის გადაღებულია, ამინდის პროგნოზის გადასაცემად გამოიყენება და ხიდის საერთო ხედს იღებს, ამიტომ ჩანაწერზე სილუეტების და მანქანების მკვეთრად გარჩევა შეუძლებელია.

ბორის ნემცოვის მკვლელობა - პასუხგაუცემელი კითხვები

ტელეკომპანია ТВЦ-ს სიუჟეტში ნათქვამია, რომ ნემცოვს მოსკოვის დროით 23.31 წუთზე ესროლეს. ზუსტად ამ დროს პოლიტიკოსი და მისი თანმხლები საგზაო სამსაზურის მანქანის მიერ დაიფარა კამერისგან, რომელსაც გავრცელებულ ვიდეოში შეცდომით უწოდეს „თოვლსაწმენდი.“
მკვლელობის შესაძლო მომენტიდან რამდენიმე წამში უცნობი ადამიანი გამორბის ტროტუარზე მანქანის სავალ ნაწილზე, სწრაფად ჯდება მანქანაში და მიდის. ნემცოვის თანმხლები დურიცკაია ჯერ საგზაო მომსახურების მანქანასთან მირბის, რომლის მერეც შემთხვევით მგზავრთან ერთად ბრუნდება შემთხვევის ადგილზე. 23.42 წუთზე, ანუ, 11 წუთის შემდეგ მომხდარიდან ადგილზე პოლიცია მოდის.

დურიცკაია ტელეკომპანია „Дождь“-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ მკვლელი უკნიდან მიუახლოვდა მათ. ამასთან დაკავშირებით გაჩნდა ეჭვები, რომ ქილერი შესაძლებელია ხიდის გვერდითა კიბებიდან ამოვიდა, ჩაუარა გვედრი ნემცოვს და დურიცკაიას, შემდეგ მოტრიალდა და ისროლა, თუმცა, გავრცელებულ კადრებში მესამე ადამიანი, რომელიც ნემცოვთან და დურიცკაიასთან ერთად მოძრაბს, არ ჩანს. სხვა ვერსიით, მკვლელი საგზაო დასუფთავების მანქანის ბორტზე იმყოფებოდა, თუმცა, ინფორმაციას არაფერი ადასტურებს.
ის, რომ დურეცკაია არ დაზიანებულა, მკვლელის უცნაურ ხელწერაზე მიუთითებს. მაგალითად, ფედერალური ბიუროს ყოფილი დირექტორის ნიკოლაი კოვალევის თქმით, გოგოს მხოლოდ მაშინ არ შეეხებიან, თუკი ის მკვლელობის შემკვეთისთვის დანაშაულის ჩადენისთვის საჭირო აუცილებელი გზაა.
გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ნემცოვი შეასაძლებელია ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლეს, დურეცკაიამ გამორიცხა. მისი თქმით, ის მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფება და დეტალების გახსენება არ შეუძლია.

ანა დურიტსკაია

უკრეინელ მოდელს მკვლელობის ღამეს 7 საათი კითხავდნენ. შემდეგ კი დაცვის ქვეშ ყავდათ.
მეორე მოწმე დიდი ალბათობით საგზაო მომსახურის მანქანის მძღოლია, რომელიც არ ეკონტაქტება ჟურნალისტებს. უფრო მეტიც, მან საკუთარი განცხადების საფუძველზე სამსახური დატოვა.
კიდევ ერთი მოწმე იყო ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც მომხდარს დაახლოებით 80 მეტრიდან აკვირდებოდა. მისი თქმით, მან ნახა როგორ წაიქცა ადამიანი და როგორ გადაახტა მამაკაცი ხიდის ჯებირს და ჩაჯდა მანქანაში, რომელიც მისი ვარაუდით, საბჭოთა წარმოების იყო.
ვიდეოჩანაწერში კიდევ ორი მამაკაცი ფიგურირებს, რომლებიც ნემცოვის ცხედართან მიდიან, მაგრამ ვინ არიან ისინი, ჯერჯერობით უცნობია.

ოფიციალური მონაცემებით მკვლელობაში ფიგურირებს მაკაროვის ტიპის იარაღი, თუმცა, ტყვიები სხვადასხვა წარმოებისაა. შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ იქნა 6 გილზა. აქედან ორი 1986 წელს ჩელიაბინსკის ქარხნის მიერ არის წარმოებული და ოთხი 1992 წელს ტულას ქარხნის მიერ. შესაძლებელია, მკვლელებს გამოძიებისთვის კვალის არევა უნდოდათ.
ხიდის ქვეშ მდინარეში მყვინთავები რამდენიმე დღის მანძილზე მუშაობდნენ, რომ მკვლელობის იარაღი ამოეღოთ, მაგრამ უშედეგოდ.

banner
წინა სტატიაშინადეჟდა სავჩენკომ ბულიონზე უარი თქვა
შემდეგი სტატიააშშ-მ რუსული ბანკების და კომპანიების საბანკო ანგარიშები გაყინა