ბორის ნემცოვის მკვლელობის კიდევ ერთი თვითმხილველი-რას ყვება მოწმე ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში

ბორის ნემცოვის მკვლელობა - პასუხგაუცემელი კითხვები

ვიქტორი, რომლის გვარსაც რუსული ტელეკომპანია „ლაიფნიუსი“ არ ახმაურებს, ბორის ნემცოვის მკვლელობის ერთ–ერთი მოწმეა. არხისთვის მიცემულ ინტერვიუში ის 27 თებერვლის ღამეს, კრემლის მახლობლად მომხდარ მკვლელობას იხსენებს და ამბობს, რომ ნემცოვის გადარჩენას ცდილობდა.

“წყვილისგან დაახლოებით 80 მეტრის დაშორებით მივდიოდი. ყურადღება ძირითადად ჩემი სმარტფონისკენ მქონდა მიმართული, თუმცა მოულოდნელად დავინახე, რომ გოგოს გვერდით მყოფი მამაკაცი მიწაზე დაეცა. მეორე მამაკაცი კი გაიქცა, ბარიერს გადახტა, პირდაპირ ხიდზე გადავიდა და მანქანაში ჩაჯდა, რომელიც მეორე ზოლში ელოდებოდა. დაჭრილის დასახმარებლად დავიხარე, თუმცა უკვე გვიანი იყო.”

ინტერნეტით მკვლელობის ამსახველი პირველი ვიდეო–მასალაც გავრცელდა. უსაფრთხოების კამერის მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, როგორ გადაადგილდებიან რუსი ოპოზიციონერი და მისი მეგობარი ხიდზე, მათ გვერდით კი გზაზე თოვლის გამწმენდი მანქანა მოძრაობს. გასროლა ზუსტად იმ დროს ხდება, როდესაც ავტომობილი წყვილს ეფარება. რამდენიმე წამის შემდეგ გადაღებულ კადრებში კი უკვე ასახულია, როგორ ტოვებს თავდამსხმელი შემთხვევის ადგილს.

banner
წინა სტატიაშირა საკითხები განიხილეს კოალიცია “ქართული ოცნების” პოლისტსაბჭოს სხდომაზე
შემდეგი სტატიაბუკოვსკი: პუტინის რეჟიმის გარდა ვერავინ გაბედავდა კრემლთან ადამიანის მოკვლას