ბორის ნემცოვის მკვლელობის ადგილიდან უცნობმა პირებმა ყვავილები, ფოტოები და სანთლები წაიღეს

ბორის ნემცოვის მკვლელობა - პასუხგაუცემელი კითხვები

რუსი ოპოზიციონერის, ბორის ნემცოვის მკვლელობის ადგილიდან უცნობმა პირებმა ყვავილები, ფოტოები და სანთლები წაიღეს. ამის შესახებ “ბიბისი” იტყობინება.
სოციალურ ქსელ “ვკონტაკტეში” გავრცელდა ვიდეომასალა, სადაც ჩანს თუ როგორ გააქვს შავებში ჩაცმულ რამდენიმე მამაკაცს ყველაფერი, რაც ნემცოვის მკვლელობის ადგილას იყო განთავსებული. მათ დიდი პოლიეთილენის პარკებით წაიღეს მემორიალთან განთავსებული ნივთები.
რამდენიმე დღის წინ კი ბორის ნემცოვის მემორიალი მოძრაობა “სერბის” წევრებმა დააზიანეს. რუსული მედიის ინფორმაციით, “სერბი” მოძრაობა “ანტიმაიდანის” შემადგენლობაში შედის, თუმცა, ჯგუფის წევრები აღნიშნულს უარყოფენ.
ბორის ნემცოვი 27 თებერვალს კრემლთან ახლოს ხიდზე მოკლეს. მას თან უკრაინელი მოდელი გოგონა, ანნა დურიცკაია ახლდა.

banner
წინა სტატიაშიდავით ბაქრაძე – კვიპროსი რიგის სამიტამდე ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებას მოახდენს
შემდეგი სტატიადეპუტატები სპორტის მინისტრის გადაყენებას ითხოვენ