ბოლო თვეების განმავლობაში დღეს ლარი გაუფასურების მაქსიმალურ ნიშნულზეა

ბოლო თვეების განამვლობაში ლარის კურსმა დღეს მაქსიმალურ ნიშნულს მიაწია, – 1$ 2,15 ლარი ღირს.

გუშინ ეს მაჩვენებელი 3-4 თეთრით ნაკლები იყო.

“ეროვნული ბანკის” ოფიციალური მონაცემებით, რომელიც ბანკათაშორისი ვაჭრობის შედეგად ყოველი სამუშაო დღის ბოლოს დგინდება, გუშინ ეს მაჩვენებელი 2,08 ლარით განისაზღვრა, რაც წინა დღის მაჩვენებელზე 1 თეთრით მეტია.

კომერციულ ბანკებსა და ვალუტის გადამცვლელ ჯიხურებში კი დოლარის კურსი გაცილებით მაღალია და გუშინდელთან შედარებით 3-4 თეთრით არის გაზრდილი.

banner
წინა სტატიაში“ნაციონალური მოძრაობა” საშემოსავლო გადასახადის შემცირებას ითხოვს
შემდეგი სტატიათამარ ბერუჩაშვილი: ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის საგარეო პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტი