ბოლნისის მუნიციპალიტეტის თანამშრომელი ქრთამის აღებისთვის დააკავეს

შსს-მ ჰეროინის შემცველი 57,191 გრ ნარკოტიკი ამოიღო

ქრთამის აღების ფაქტზე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი, ჯონი ხეცურიანი და მოქალაქე მამუკა გასვიანი დააკავეს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულმა საჯარო მოხელემ, თანამზრახველის დახმარებით, ბოლნისის ტერიტორიაზე ბენზინგასამართი სადგურის სარეკონსტრუქციო ნებართვის გაცემაში დახმარების გაწევის სანაცვლოდ, მოქალაქისაგან ქრთამის სახით აიღო გარკვეული თანხა.

დაკავებულებს ექვსიდან ცხრა წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

banner
წინა სტატიაშიაუცილებელია თუ არა საქართველოში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა?
შემდეგი სტატიაწყალმომარაგების კომპანიის ძებნილი თანამშრომელი დააკავეს