ბოთლების სროლა და ჩხუბი ზუგდიდის საკრებულოში

ხელჩართული ჩხუბი ზუგდიდის საკრებულოში. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი თოდუა და დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ბართლომე შელია ერთმნეთს პიზიკურად დაუპირისპირდნენ. მიზეზი სოციალურ ქსელში შელიას მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებისთვის შექმნილი საკრებულოს კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით გაკეთებული კომენტარი გახდა, სადაც ის წერდა, რომ ადგილობრივი ხელისუფლების პირველი პირები „ბოდიალობენ“ და „სკამზე შეყვარებული ბავშვები უწოდა“. სწორედ ამ სიტყვებს მოჰყვა საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი პიზიკური დაპირისპირება. გიორგი თოდუამ შელიას წყლით სავსე ბოთლი ესროლა. სხდომაზე ისმოდა გინებაც. ამასთან, საკრებულოს ერთ-ერთმა წევრმა კოალიცია „ქართული ოცნებიდან“ თენგიზ ქოჩუამ „ნაციონალურ მოძრაობას“ „ბოზების და პიდარასტების გამპრავებლები და ხალხის გამაუპატიურებლები“ უწოდა.

გოგა თოდუა

“თაიმერთან” საუბარში გოგა თოდუამ აღნიშნული ფაქტი დაადასტურა და აღნიშნა, რომ ეს იყო მიზანმიმართული პროვოკაცია.
,,მოტივიტივე ,,ნაციონალურ მოძრაობას” ამის მეტი არ დარჩენია არაფერი, მითუმეტეს სამეგრელოში. ეს არ არის არც პოლიტიკა, არც დისკუსია არც პოლემიკა ეს არის უზრდელობა,რაც მის ადამიანურ თვისებებზე მიუთითებს. ეს არის უზნეო საქციელი, პროვოკატორების მიერ კარგად დაგეგმილი ჩვენი პოლიტიკური გუნდის დისკრედიტაციისთვის. გასაგები ჩვენ გვაქვს თმენის ვალდებულება, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი. ჩვენ ეთიკის კომისიას მივმართვთ, რომ მსგავსი ქმედებებისაგან დაცული ვიყოთ”- განაცხადა თოდუამ.

”თაიმერმი” კომენტარისთვის ბართლომე შელიასაც დაუკავშირდა.
”მე ვარ კომისიის წევრი და უნდა მქონდეს წვდომა ყველა სახის ინფორმაციაზე კომისიის თავმჯდომარისგან. სამწუხაროდ ასე არ ხდება. თქვენ იცით რა აჟიოტაჟია ბავშვთა ცენტრის დაფინანსებასთან მიმართებაში. ამ ცენტრის დაფინანსება საკრებულომ უნდა გადაწყვიტოს. სწორედ ამ ცენტრის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს ვუწოდე ,,ბოდიალი”. თუ ამ პატარა სიტყვას ვერ ითმენენ და პატარა ბავშვებივით არიან რა უნდოდათ საკრებულოში, ასეთ თანამდებობებზე?! წლებია ,,სისხლისმსმელებს” გვეძახიან და ვუძლებთ, ,,ბოდიალი” ვერ მოითმინეს?!”-განაცხადა შელიამ.

banner
წინა სტატიაშიკანცელარიასთან მიმდინარე აქციაზე ერთ-ერთმა მონაწილემ თავის დაწვა სცადა
შემდეგი სტატიავლადიმერ პუტინმა ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთთან ე.წ. მოკავშირეობის ხელშეკრულების უმაღლეს დონეზე გაფორმება გადაწყვიტა