ბოდიში მინდა მოვუხადო ყველა იმ ადამიანს, ვისაც გული ატკინა სიმართლემ და დაამძიმა პროცესი

ბოდიში მინდა მოვუხადო ყველა იმ ადამიანს, ვისაც გული ატკინა სიმართლემ და დაამძიმა პროცესი

ბოდიში მინდა მოვუხადო ყველა იმ ადამიანს, ვისაც გული ატკინა სიმართლემ და დაამძიმა პროცესიბოდიში მინდა მოვუხადო ყველა იმ ადამიანს, ვისაც გული ატკინა სიმართლემ და დაამძიმა პროცესი, – ამის შესახებ საბოლოო სიტყვის წარმოთქმისას ზურაბ ჟვანიას საქმეზე ბრალდებულმა კობა ხარშილაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, პასუხი კითხვაზე არიან თუ არა ის და ძაძამია დამნაშავეები, არის – არა.
“ჩვენ ვართ მსხვერპლი იმ გარემოებისა, რაც იმ დღეს იყო. ჩვენ ვართ ადამიანები და ადამიანის შესაძლებლობებსაც აქვს საზღვარი”, – განაცხადა კობა ხარშილაძემ.
საბოლოო სიტყვა წარმოთქვა ბრალდებულმა მიხეილ ძაძამიამაც.
“ჩვენ ვართ ზურაბ ჟვანიას ერთგულები და ვიყავით ყოველთვის. ჩვენ ვართ მართლები ზურაბ ჟვანიას წინაშეც და ღმერთის წინაშეც”, – განაცხადა მიხეილ ძაძამიამ.
ძაძამიასა და ხარშილაძის მიმართ ვერდიქტის მისაღებად ნაფიცი მსაჯულები სათათბიროდ უკვე გავიდნენ. გამამტყუნებელი ვერდიქტის შემთხვევაში, მათ სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის საფუძველზე, რაც სამსახურებრივ გულგრილობას გულისხმობს, რომელმაც ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია, 6 თვიდან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

banner
წინა სტატიაშიბაია ცანავა სასჯელაღსრულების სამინისტროს პრესსამსახურის უფროსად დაინიშნა
შემდეგი სტატიალევან ალექსიძე – საერთაშორისო სამართალით, მოსკოვის მიერ სოხუმთან და ცხინვალთან გაფორმებული შეთანხმებები არანაირ სამართლებრივ დოკუმენტებს არ წარმოადგენენ