ბლატერი პუტინთან შეხვედრას ითხოვს…

ბლატერი პუტინთან შეხვედრას ითხოვს

რუსეთის სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა  მინისტრის ვიტალი მუტკოს განცხადებით, იოზეფ ბლატერმა პუტინთან შეხვედრას ითხოვს…

,,ფიფას პრეზიდენტმა იოზეფ ბლატერმა დაადასტურა, რომ ის ჩამოვა სანკტ პეტერბურგში 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წინასწარ წილისყრაზე და მთხოვა, რომ ის პრეზიდენტ პუტინს შევახვედრო,, განაცხადა მინისტრმა მუტკომ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელიც 2018 წელს რუსეთში გასამართ ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატს მიეძღვნა…

რუსეთის სპორტის მინისტრს არ დაუკონკრეტებია თუ რა საკითხებთან დაკავშირებით სურს ბლატერს პრეზიდენტ პუტინთან შეხვედრა.

ვიტალი მუტკომ ისაუბრა აგრეთვე ინფრასტრუქტურაზე, რომელიც დროულად უნდა ჩაბარდეს მსოფლიო ჩემპიონატის ორგანიზატორებს… ,, ვერანაირი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, ხელს ვერ შეუშლის სტადიონების დროულ ჩაბარებას,, განაცხადა მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშიპაატა ზაქარეიშვილი – რუსეთ-საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგის ახალი ფორმატის შექმნა მთავრობაში არ განიხილება
შემდეგი სტატიაახლა ვმუშაობ უკრაინაში და საქართველოზე არც ვფიქრობ -სააკაშვილი BBC-ზე