ბიჭვინთის მოსახლეობა მოსახლეობა მათ აკვატორიაში უცხოური თევზსაჭერი გემების შესვლას აპროტესტებს

ბიჭვინთის მოსახლეობა მოსახლეობა მათ აკვატორიაში უცხოური თევზსაჭერი გემების შესვლას აპროტესტებსოკუპირებულ აფხაზეთში, ქალაქ ბიჭვინთისა და სოფელ ლიძავას მოსახლეობა დე ფაქტო აფხაზეთის ხელისუფლებას უცხოური თევზსაჭერი გემების გაგრის რაიონის აკვატორიაში შესვლისა და თევზაობა აუკრძალონ მოთხოვნით მიმართავს. ამის შესახებ ინფორმაციას “სპიტნიკ აფხაზია” ავრცელებს.

ლიძავას მკვიდრის, საიდ გოჭუას თქმით, მათ აკვატორიაში თევზჭერამ სტიქიური და ბრაკონიერული ხასიათი მიიღო.
“ჩემი და თქვენი ხელმძღვანელი ჩინოვნიკების უქნარობის გამო ეკოლოგიას სერიოზული ზიანი ადგება, ფლორა და ფაუნა ნადგურდება და იღუპება, თევზის რაოდენობა მნიშვნელოვნად იკლებს, ზღვაში ჩაღვრილი ნავთობპროდუქტები ნაპირებზე გადმოდის ” – განუცხადა აფხაზურ გამოცემებს საიდ გოჭუამ.

გარდა ამისა, მან ჟურნალისტების მეშვეობოთ, ბიჭვინთისა და ლიძავას მოსახლეობის სახელით, კომპეტენტურ ორგანოებს მიმართა, აფხაზეთის ნაპირებზე უცხოური თევზსაჭერი გემებისთვის თევზჭერის ნებართვის გაცემა შეწყვიტონ.
,,ჩვენი სანაპიროს სისუფთავე პირდაპირ აისახება ჩვენს შემოსავალზე. სწორედ იმაზე, რომლისგანაც ტურისტული სეზონის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტში საკმაოდ დიდი თანხა შედის.” – აღნიშნა საიდ გოჭუამ.
დე ფაქტო აფხაზეთის ეკოლოგიისა და ბუნების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე მურმან სოლომკო ზემოაღნიშნულ განცხადებებს უსაფუძვლოს უწოდებს. მან „სპუტნიკ აფახაზიას“ განუცხადა, რომ ის თევზსაჭერი გემები, რომლებიც აფხაზეთის აკვატორიაში ახორციელებენ თევზჭერას, სასაზღვრო, საპორტო და საბაჟო უწყებების წარმომადგენელთაგან შემდგარი კომისიის მკაცრ კონტროლს გადიან.
მისივე განმარტებით, დე ფაქტო აფხაზეთის საწარმოები, საკუთარი ფლოტის უქონლობის გამო, იძულებულნი არიან უცხოური თევზმჭერი გემები დაიქირავონ.

ამასთან, მურმან სოლომკო ამბობს, რომ რომ ქაფშიას სამრეწველო მიზნით თევზჭერა ვერ დაარღვევს აფხაზეთის აკვატორიის ეკოლოგიურ ბალანსს.

ოკუპირებული აფხაზეთის ეკოლოგიისა და ბუნების დაცვის კომიტეტის მონაცემების მიხედვით, აფხაზეთის აკვატორიაში სეზონზე, დაახლოებით, 110 ათასი ტონა ქაფშია შედის, აქედან, ხოლოდ 40 %-ის დაჭერაა ნებდართული.

banner
წინა სტატიაშიმთავრობა სამშენებლო კომპანიებისთვის შეღავათების პირობებს აზუსტებს
შემდეგი სტატიაწალენჯიხაში დევნილები სიცოცხლის რისკის ქვეშ ცხოვრობენ