,,ბიძინა ჩამირთე”– აქცია ზებრის მონაწილეობით კიევში

,ბიძინა ჩამირთეკიევში საქართველოს საელჩოსთან მედიაჰოლდინგ რუსთავი ორის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. აქციის ორგანიზატორები ,,ბალტია–შავი ზღვისპირეთის ერების ალიანსი“ და “რუსთავი 2” წარმომადგენლები იყვნენ. ,,ეს არის ერთადერთი არხი საქართველოში რომელიც მხარს უჭერდა მაიდანს და ამ არხის ჟურნალისტები 2013–2014 წელს მუდმივ რეჟიმში მუშაობდნენ უკრაინის დედაქალაქში. ახლა კი ეს არხი დაყადაღებულია „– აცხადებდნენ აქციის მონაწილეები.
,, ხელები შორს რუსთავი ორისგან რათა სიტყვის თავისუფლებამ შეძლოს საქართველოში არსებობა. მოგმართავთ ყველა უკრაინულ ტელევიზიას , ნუ იქნებიან ინდეფერენტულები ქართველი ხალხის მიმართ. მივმართავთ თხოვნით საზოგადოებრივ ორგანიზაციებს მკაცრი რეაგირება მოახდინონ და შეაჩერონ თავისუფალი სიტყვის განადგურების ფაქტი საქართველოში“– ნათქვამია აქციის მონაწილეთა განცხადებაში.
განცხადება უკრაინაში საქართველოს ელჩსაც გადაეცა. თუმცა აქცია უკრაინულ მედიას არ გაუშუქებია.

,ბიძინა ჩამირთე
,,ივანიშვილის რეჟიმმა უნდა იცოდეს , რომ ჩრდილოეთ კავკასიის ერები აუცილებლად გამოვლენ იმ ზარალისგან რომელსაც ეს რეჟიმი ქმნის. მოვა დრო როდესაც ამ ხალხს საერთოდ აეკრძალებათ ჩრდილოეთ კავკასიაში შესვლა. ადრე თუ გვიან აუცილებლად იქნება მოწვეული საერთაშორისო ტრიბუნალი რომელიც რუსეთს გაასამართლებს როგორც დამნაშავეს, და ყველა ვინც ომების წამოწყებაში იყო მონაწილე და მომხრე დაისჯება“– განაცხადა აქციის მონაწილე ალი ხაჯიევმა.

,ბიძინა ჩამირთე2,ბიძინა ჩამირთე,ბიძინა ჩამირთე

banner
წინა სტატიაშიკობა ხარშილაძეს პატიმრობის ვადა 24 დეკემბერს ამოეწურება, მიხეილ ძაძამია კი სასამართლო დარბაზიდანვე გათავისუფლდა
შემდეგი სტატიაუაქციზო ალკოჰოლური სასმელის შემოტანის ფაქტზე რუსეთის მოქალაქე პასუხისგებაში მისცეს