“ბიძინა ივანიშვილს გადაწყვეტილი აქვს, რომ გიგი უგულავა ნებისმიერ ფასად ყავდეს ციხეში”

ენმ მზადაა 21 მარტის აქციის ფარგლებში სხვადასხვა პარტიებთან ითანამშრომლოს

ნაციონალური მოძრაობა გიგი უგულავას სარჩელზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების გადავადებას პოლიტიკურ დაკვეთად აფასებს.

მათი აზრით, პროცესები შეგნებულად ჭიანურდება.

“ბიძინა ივანიშვილს გადაწყვეტილი აქვს, რომ გიგი უგულავა ნებისმიერ ფასად ყავდეს ციხეში. ის არის მისი პირადი პატიმარი. ის არის კონსტიტუციის ყელა ნორმის დარღვევით პატიმარი. ამისთვის გამოყენებული იქნა ტურავა, ზონდერ მოსამართლე, კორუფციის მფარველი, რომლის სიმულანტური აქტითაც იქნა გადავადებული გადაწყევტილების გამოცხადება,“ – განაცხადა გიორგი გაბაშვილმა.

თავისუფალი დემოკრატები კი იმედოვნებენ, რომ სასამართლო დამოუკიდებლად მოქმედება.

გიგი უგულავას საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება მოსამართლე მერაბ ტურავას ავადმყოფობის გამო გადაიდო.

banner
წინა სტატიაშითავისუფალი დემოკრატები სოფლის მეურნეობის მინისტრს ფრაქციის სხდომაზე იბარებენ
შემდეგი სტატიაშსს-მ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით ბანგლადეშის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავა