ბიძინა ივანიშვილი: შეიძლება აქედან გაასწრეს, მაგრამ უკრაინელებს ვეღარ გამოასწრონ

ბიძინა ივანიშვილი - სააკაშვილი ედრებოდა დავით აღმაშენებელს იმიტომ, რომ რეგიონში ვერავის ედრებოდა

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის რჩევები შეიძლება უკრაინისთვის უბედურების მომტანი გახდეს. ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

“ბუნებრივია, მეგობარ სახელმწიფოს ამაზე რეაქცია უნდა ჰქონდეს. მით უმეტეს ადეიშვილზე, რომელიც სააკაშვილისგან განსხვავებით, წითელი ცირკულარით იძებნება. უკრაინა ჩვენი მეგობარი სახელმწიფოა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ურთიერთობის გასაღრმავებლად და მას მაქსიმალურად დავეხმაროთ. ქართველებისთვის შემაშფოთებელი სხვა რამ უნდა იყოს. შეიძლება აქედან გაასწრეს, მაგრამ უკრაინელებს ვეღარ გამოასწრონ.  2008 წლის ტრაგედიაში მიხეილ სააკაშვილის შეცდომებს დიდი წვლილი მიუძღვის და ამ კაცს უკრაინაში მრჩევლად ნიშნავენ. ეს სახიფათოა და  თუ “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმა უკრაინაში ძველი ხელწერით გააგრძელეს მოქმედება, ამაზე უკრაინელებს მწვავე რეაქცია ექნებათ. თუმცა, ტრაგიკულადაც ნუ დავხატავთ ამ პროცესს. ნუ დაგვავიწყდება, რომ უკრაინა დამოუკიდებელი სახელმწიფოა, მას თავისი არჩეული ხელმძღვანელობა ჰყავს, თუმცა გვერჩივნა, საქართველოს დღევანდელი მთავრობისა და პროკურატურის პოზიცია, ზოგადად, მისი მეგობარი სახელმწიფოს პოზიცია გაეთვალისწინებინათ”, _ განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

banner
წინა სტატიაშირიო-დე-ჟანეიროში კარნავალი დაიწყო
შემდეგი სტატიასვიატოსლავ ცეგოლკო: ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი მთლიანობაში შენარჩუნებულია,