ბიძინა ივანიშვილი: პრემიერს საერთოდ არაფერი ესაქმება სპეცრაზმელებთან

ყოფილ პრემიერ-მინისტეს, ბიძინა ივანიშვილის დედაქალაქის მერის პატიოსნების აღარ სჯერა

ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ სპეცრაზმელების ქმედებებთან დაკავშირებით კანონში ვერ ერკვევა, თუმცა მიიჩნევს, რომ უკანონო ბრძანებას რიგითი სპეცრაზმელი არ უნდა დაემორჩილოს.
“მე ვნახე მინისტრის რეაქცია. პრემიერს საერთოდ არაფერი ესაქმება სპეცრაზმელებთან. მათ თავის უფროსი ჰყავს. პრემიერმა აზრი გამოთქვა თავის მხოლოდ და იგივე აზრი გამოთქვა გომელაურმა, მე დღეს წავიკითხე მონიტორინგში გომელაური ფიქრობს და ცდილობს, რომ ის ვინც არასწორ ბრძანებას დაექვემდებარა და ჩაიდინა დანაშული როგორმე შეუმსუბუქონ , მე არ ვარ კარგად გარკვეული ამ კანონმდებლობაში, საერთოდ კანონს უნდა ექვემდებარებოდეს ყველა, ალბათ ასე უნდა იყოს, მე არ ვიცი როგორაა გაწერილი ჩვენთან. თუ უფროსი იძლევა უკანონო ბრძანებას უნდა ეყოს გონება რიგითსაც რომ რაღაც არ გააკეთოს, ალბათ, თუმცა ეს სხვა კითხვებსაც იწვევს, რომ როდესაც ტერორისტული აქტი ხდება ამდენი გარჩევის დრო და საშუალება არ აქვთ და სწრაფად უნდა დაექვემდებარონ ბრძანებას”,-განაცხადა ივანშვილმა

banner
წინა სტატიაშიირმა ინაშვილი: ჩქარა, წყალი ავიტანოთ სახურავზე, ფეხი უნდა დაგბანო- თქო, რომ ვუთხარი, მორიდებისგან გაწითლდა
შემდეგი სტატიაბურჯანაძე: მინდა, ქედი მოვიხარო ყველა იმ ადამიანის წინაშე, ვინც 9 აპრილის სულის ჩამდგმელია