ბიძინა ივანიშვილი – მიხეილ სააკაშვილი გაკოტრებული პოლიტიკოსია და უკვე შალვა ნათელაშვილს გადააჭარბა

მეპატრონეების გავლენა ცალკე საანალიზოა და აქ არ გავჩერდები

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილი გაკოტრებული პოლიტიკოსია და უკვე შალვა ნათელაშვილს გადააჭარბა. ამის შესახებ ივანიშვილმა ჟურნალისტებს მიხეილ სააკაშვილის ოდესის გუბერნატორად დანიშვნისა და მოქალაქეობის საკითხის კომენტირებისას განუცხადა.
ივანიშვილის თქმით, მისთვისაც საინტერესოა, როგორ მოიქცევა იუსტიციის სამინისტრო, სხვა ორგანოები, ვისაც აქვთ უფლებამოსილება, თუმცა ამავდროულად აცხადებს, რომ მისთვის საინტერესო არ არის მიხეილ სააკაშვილი.
“სააკაშვილი არის გაკოტრებული პოლიტიკოსი. აკეთებს ისეთ განცხადებებს, რომელთაც არანაირი საფუძველი აღარ აქვს. აღარც ვკითხულობ მის გამოსვლებს. მან მიაღწია ეტალონს და გადააჭარბა ნათელაშვილს. მე მგონი, ამ დონეზე დავიდა საკუთარი განცხადებებითა და ქმედებებით. მე მგონი, თქვენი ინტერესიც ნაკლებია”, – განაცხადა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ ევროპაშიც და ამერიკაშიც გაიგეს მიხეილ სააკაშვილის როლის თაობაზე. ასევე ხალხი თავდაპირველად უფრო აგრესიულად ითხოვდა მის პასუხისგებას. დღეს ყველაფერი დალაგდა და ხალხს ამის ნაკლები ინტერესი აქვს.
“საზოგადოება აღარ შფოთავს და დიდ ინტერესს აღარ წარმოადგენს ჩამოიყვანენ თუ არა მიხეილ სააკაშვილს”, – განაცხადა ბიზინა ივანიშვილმა.

banner
წინა სტატიაში“საქმე სააკაშვილს და მის მიმართ სიძულვილს კი არა, ქვეყნის მომავალს ეხება”
შემდეგი სტატია„დელტას“ დაფინანსების გაზრდა მთლიანად „დელტას“ მოხერხებულობაზეა დამოკიდებული“