ბიძინა ივანიშვილი: დღესაც მაქვს ეჭვი, რომ ეროვნული ბანკი არაადეკვატურად იქცევა

მეპატრონეების გავლენა ცალკე საანალიზოა და აქ არ გავჩერდები

დღესაც მაქვს ეჭვი, რომ ეროვნული ბანკი არაადეკვატურად იქცევა, – ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ყოფილმა პრემიერმა აღნიშნა, მისი ეჭვები არ არის ერთადერთი და ცალმხრივი, ამაზე ბევრი ექსპერტი საუბრობს.
“დღესაც მაქვს ეჭვი, რომ ეროვნული ბანკი არაადეკვატურად იქცევა. დღესაც მაქვს ეჭვები, მაგრამ ჩემი ეჭვები არ არის ერთადერთი და ცალმხრივი. ბევრი ექსპერტი გამოთქვამს ეჭვს”, – განაცხადა ივანიშვილმა.
ყოფილი პრემიერის თქმით, ის არ კარნახობს რა უნდა გააკეთოს ეროვნულმა ბანკმა. ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ არის სერიოზული კითხვები.
ივანიშვილმა კომენტარი გააკეთა კითხვაზე, ეროვნული ბანკის მისამართით გამოთქმული კრიტიკის შედეგად ეცემა ბანკის რეიტინგი და ეს ხომ არ აზიანებს ქვეყანას.
“რატომ გგონიათ ის, რომ ნებისმიერ საჯარო პირზე, ნებისმიერ ორგანიზაციაზე თუ ნებისმიერმა პიროვნებამ გამოთქვა კრიტიკული შენიშვნა, ოღონდ არგუმენტირებული, კონსტრუქციული და ეს აკნინებს ამ სტრუქტურას? ესაა დემოკრატია? ასე უნდა დავსვათ კითხვები, თუ ვინმემ გააკრიტიკა ან ეჭი გამოთქვა ნებისმიერი სტრუქტურის სწორ ფუნქციონირებაზე და ნებისმიერი ჩინოვნიკის გადაწყვეტილებაზე, ეს მათ აკნინებს? ესაა დემოკრატია? თქვენ არ დაგისვამთ პირველად, პოლიტიკოსებიც ამბობენ ამას, რომ თუ გააკრიტიკე იმ ინსტიტუტს ანგრევენ. ივანიშვილმა თუ რამე თქვა მედიაზე, სამოქალაქო სექტორზე, ან სხვა ინსტიტუტზე, მას ანადგურებს, ეს რა დემოკრატიაა?”, – განაცხადა ივანიშვილმა.
კითხვაზე, რა უნდა იყოს პრიორიტეტი ლარის სტაბილურობა თუ ეკონომიკური ზრდა, ყოფილმა პრემიერმა აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი მართლაც ერთმანეთთანაა კავშირში.
“თუ ზედმეტ ჭარბ ლარს ამოიღებს მიმოქცევიდან ეროვნული ბანკი, ამან შეიძლება ზრდას ხელი შეუშალოს”, – აღნიშნა ყოფილმა პრემიერმა.
რაც შეეხება გამოსავალს, ივანიშვილის თქმით, გამოსავალი უნდა დაადგინოს შესაბამისმა სტრუქტურებმა, პროფესიონალებმა.
“გამოსავალი სად არის ეს უნდა სტრუქტურებმა, პროფესიონალებმა უნდა დაადგინოს, მე გარედან არ დავადგენ ამას და ვერ დავადგენ”, – აღნიშნა ივანიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3327ლარია
შემდეგი სტატიარომან გოცირიძე: მივდივარ რათა პატარებმა უფრო თამამად იგრძნონ თავი