ბიძინა ივანიშვილი დაჭრილი სამხედროების მკურნალობას ერთი მილიონით დააფინანსებს

თავდაცვის მინისტრი ე.წ. კაბელების საქმეზე ორი ბრალდებულის სამსახურში აღდგენის ფაქტს ეხმაურება

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დაჭრილი სამხედროების მკურნალობას 1 მილიონით დააფინანსებს, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა , თინა ხიდაშელმა ხონში ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე განმარტებით, ბიძინა ივანიშვილს კაპრალ დავითაიას მკურნალობა უნდა დაეფინანსებინა, თიუმცა იგი გარდაიცვალა.
“როცა მინისტრად დავინიშნე, ბიძინა ივანიშვილს პირადად ვთხოვე კაპრალ დავითაიას მკურნალობის დაფინანსება, რომელიც 1 მილიონი ჯდებოდა. სამწუხაროდ, ეს ვერ მოვასწარით და კაპრალი გარდაიცვალა, თუმცა დაჭრილი სამხედროების მკურნალობის დაფინანსებაზე შემოთავაზებას ბიძინა ივანიშვილი ღიად ტოვებს, ამიტომ ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ ბევრ ჯარისკაცს, რომელსაც მკურნალობა სჭირდება”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.
მისივე ინფორმაციით, ერთ-ერთი დაჭრილი ჯარისკაცი სამკურნალოდ თურქეთში უკვე გაემგზავრა.

banner
წინა სტატიაშითინა ხიდაშელს “სუპერ პუმას” ვერტმფრენების “ქართუს” კუთვნილი კომპანიისთვის გადაცემაზე ინფორმაცია არ აქვს
შემდეგი სტატიაერთი დოლარი 2.2695 ლარი გახდა