“ბიძინა ივანიშვილი არის მოქალაქე და ის ვერაფერს აჩუქებს სახელმწიფოს”

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ავთანდილ ბერიძე, ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის მიერ, აჭარის უმაღლესი საბჭოსთვის მანქანის ჩუქების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე, განმარტებას აკეთებს.

ბერიძის თქმით, ბიძინა ივანიშვილს უმაღლესი საბჭოსთვის მანქანა არ უჩუქებია, გავრცელებულ ინფორმაციას კი ის არ ადასტურებს.

“ავტომობილი ჩემთვის არავის უჩუქებია და ის მანქანა აჭარის უმაღლეს საბჭოს ეკუთვნის. ავტომობილი 2009 წლის წარმოების არის და რამდენჯერმე შერემონტებული, ეს მანქანა სახელმწიფოს ბალანსიდან ბალანსზე გადმოგვეცა, რადგან უმაღლეს საბჭოს არ გააჩნდა კარგი ავტომობილი. ბიძინა ივანიშვილი არის მოქალაქე და ის მანქანას სახელმწიფოს ვერ აჩუქებდა. ჩვენ ხელისუფლებას დავუბრუნეთ ის ავტომობილი, რომელიც გვყავდა, რადგან ამორტიზებული იყო და მისი შერემონტება 14 ათასი ლარი ჯდებოდა. როგორც ვიცი, ეკონომიკის სამინისტრომ, ის მანქანა აუქციონზე გაყიდა”,- აცხადებს ავთანდილ ბერიძე.

banner
წინა სტატიაშიბათუმში ქვეითად მოსიარულე მამაკაცს მანქანა დაეჯახა და გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაშსს-მ 6 კილოგრამზე მეტი კანაფი ამოიღო