ბიძინა ივანიშვილის ძმის,ადიკო ივანიშვილის ფავორიტი დააკავეს

dakavebaaბათუმის იახტკლუბში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს დაქვემდებარებაში მყოფ, ბათუმის წყალზე სამაშველო სამსახურის თანამშრომელთა დაკავებას ახორციელებს.

დაახლოებით, 10 წუთის წინ, დააკავეს სამსახურის უფროსი ირაკლი ძინძიბაძე და აჭარის შინაგან საქმეთა სამმართველოში გადაიყვანეს.

გენერალური ინსპექციის წარმომადგენლები ამ წუთებში სამაშველო სამსახურის სხვა თანამშრომლების დაკითხვას აწარმოებენ და ტერიტორიაზე არავის უშვებენ.

წინასწარი ინფორმაციით, ძინძიბაძეს ბრალი იახტებიდან და სხვადასხვა მცურავი საშუალებებიდან დიდი რაოდენობით საწვავის მითვისებაში ედება. თუმცა, აღნიშნულ ინფორმაციას ჯერჯერობით უწყებაში არ ადასტურებენ.

აღსანიშნავია, რომ ძინძიბაძე საჩხერის რაიონის სოფელ ჭირვილადანაა. იგი ბიძინა ივანიშვილის ძმის, ადიკო ივანიშვილის ფავორიტად ითვლებოდა და გასართობ ცენტრ “ციცინათელადან” წყალზე სამაშველო სამსახურის უფროსად რამდენიმე თვის წინ გადმოიყვანეს.

“გურია ნიუსის”

banner
წინა სტატიაშინადეჟდა სავჩენკო: მე ჯარისკაცი ვარ და არა მკვლელი… (VIDEO)
შემდეგი სტატიაავღანეთში ერთი ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა, ერთი კი დაიჭრა