“ბიძინა ივანიშვილის რეზიდენცია შეუსაბამოა ძველი თბილისისთვის,” – რა წერია ხელოვნებათმცოდნის დასკვნაში?

“ბიძინა ივანიშვილის რეზიდენცია შეუსაბამოა ძველი თბილისისთვის,” – წერია “პანორამა თბილისთან” დაკავშირებით ერთ-ერთი ხელოვნებათმცოდნის მიერ მომზადებულ დასკვნაში. დასკვნაში ნათქვამია, რომ არათუ პროექტი “პანორამა თბილისი,” არამედ ძველი თბილისის არქიტექტურას ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციაც “თრგუნავს.”

მომზადებულ დასკვნასთან დაკავშირებით დღს საკრებულოში განცხადება ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გიორგი აბესაძემ გააკეთა. აბესაძის თქმით, ის ელოდება სხვა სპეციალისტების დასკვნას და შეფასებას, რამდენად ჯდება “პანორამა თბილისი” ძველი თბილისის არქიტექტურაში.

დღეს პროექტს “პანორამა თბილისი” საკრებულოს სხდომაზე განიხილავენ.

banner
წინა სტატიაშისაია: ზუგდიდში საკონკურსო კომისიას განსხვავებული მიდგომები ჰქონდა კონკურსანტების მიმართ
შემდეგი სტატია“ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში ეკონომიკურ კრიზისზე დებატებს ითხოვს