ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან “ნაცმოძრაობის” აქტივისტებმა მორიგი აქცია გამართეს

თბილისში, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან “ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტებმა დღეს კიდევ ერთი აქცია გამართეს. როგორც აქციის ორგანიზატორმა გოგა ონიანმა განაცხადა, დღევანდელ აქციაზე გააპროტესტეს საქართველოს მთავრობის საქმიანობა და ბიძინა ივანიშვილს მოუწოდებენ, წავიდეს და თავი დაანებოს საქართველოს.
“დღეს საქართველოს მთავრობაში ნეპოტიზმი მძვინვარებს. თუ ვინმეს ნათესავი არ ხარ, შეუძლებელია სამსახური მოძებნო. ბიძინა ივანიშვილი უჩა მამაცაშვილს აძლევს ქონებას სრულიად უფასოდ. მე მოვუწოდებ მას, რომ წავიდეს”, – განაცხადა გოგა ონიანმა.
აქციის მონაწილეებს თან ჰქონდათ პლაკატები: “ლარს მიხედე”, “შეეშვი ზვიგენებს”, “დასრულდეს ნეპოტიზმი”. აქციის მონაწილეებს თან ჰქონდათ ბიძინა ივანიშვილის სახის გამოსახულებიანი ნიღბები.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ივანიშვილის რეზიდენციასთან პერმანენტულ აქციებს გამართავენ.
ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან მობილიზებული იყვნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც აქციის მიმდინარეობას აკვირდებოდნენ.

banner
წინა სტატიაშიEBRD-ის შეხვედრისა და ბიზნეს ფორუმისთვის დახარჯული თანხიდან, 14 მილიონის ქონება სახელმწიფოს დარჩება
შემდეგი სტატიაირაკლი ალასანია – როდესაც ხელისუფლებაში მოვალთ, პრეზიდენტის ინსტიტუტი გაძლიერდება