„ბიძინა ივანიშვილის პიროვნება და ისეთი ცნება, როგორიც არის სქართველოს თავისუფლება შეუთავსებელია”

ივანიშვილის ჩარევის შედეგად - გადაწყდა რომ „გადააგდონ“ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა

რუსთავი 2-ის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს სტრასბურგში მყოფი ოპოზიცია ეხმაურება.

გიორგი კანდელაკის განცხადებით, ქვეყნის დემოკრატიული განვითარება და სიტყვის თავისუფლება ბიძინა ივანიშვილთან შეუთავსებელი მცნებებია.

„ბიძინა ივანიშვილის პიროვნება და ისეთი ცნებები, როგორიც არის სქართველოს კეთილდღეობა, საქართველოს თავისუფლება, საქართველოსო დემოკრატიული და ევროპული განვითარება, არის შეუთავსებელი. თუ გვინდა, რომ საქართველო იყოს მდიდარი, საქართველო იყოს თავისუფალი და სრულფასოვნად დაუბრუნდეს ევროპულ ოჯახს, ამისათვის აუცილებელია ბიძინა ივანიშვილის ჩამოცილება მმართველობიდან,“ – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

უმცირესობის წევრები აცხადებენ, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები იმაზე მეტყველებს, რომ ხელისუფლების მხრიდან არის მედიაზე ზეწოლა.

„ფაქტია, რომ საქართველოში სამსახურიდან უშვებენ ცნობილ ჟურნალისტებს, რომლებიც პოლიტიკურ საკითხებზე მუშაობენ, ფაქტია, რომ რუსთავი 2-ის ქონება იყო დაყადაღებული და ახალი გადაწყვეტილებით კითხვის ნიშნის ქვეშ დგება საერთოდ ამ არხის ფუნქციონირების საკითხი. ამ სიტუაციაში გაუმართლებელი და ცინიკურია ხელისუფლების განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მედიის თავისუფლება საქართველოში დაცულა. დღევანდელნი სიტუაცია დამახასიათებელია იმ ავტორიტარული რეჟიმებისთვის, რომლებიც ებღაუჭებიან ხელისუფლებას,“ – განაცხადა ჩიორა თაქთაქიშვილმა.

banner
წინა სტატიაში“მათ სურთ ჩაახშონ დამოუკიდებელი ტელეკომპანია და სისხლი გამოწურონ საქართველოს,”- აკაკი მინაშვილი
შემდეგი სტატია“საქართველოს პრეზიდენტისთვის ეს თემა არის უაღრესად მნიშვნელოვანი”