ბიძინა გიორგობიანი: მინისტრობა არ შემოუთავაზებიათ

თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსის ბიძინა გიორგობიანის განცხადებით, გარემოს დაცვის მინისტრად მისი კანდიდატურა არ განიხილება.
გიორგობიანის თქმით, ის მერიაში მუშაობის გაგრძელებას აპირებს.
„ერთმნიშვნელოვნად მინდა გითხრათ, რომ ეს საკითხი არ განიხილება, ვაპირებ მერიაში მუშაობის გაგრძელებას და მომავალში იმ პროგრამის გაგრძელებას, რომელიც 2014 წლის შემოდგომაზე დავისახეთ. შემოთავაზება არ ყოფილა. ეს ისეთი სპეკულაციაა, რომ ამაზე არ მიფიქრია“, – განაცხადა გიორგობიანმა.

ხოკრიშვილის შემცვლელად ბიძინა გიორგობიანის კანდიდატურის განხილვა დღეს პრემიერმაც არ დაადასტურა.
ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ გარემოს დაცვის ახალ მინისტრს რამდენიმე დღეში დაასახელებს.
მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ გარემოს დაცვის მინისტრად, სავარუდოდ, ბიძინა გიორგობიანი დაინიშნება. გიორგობიანი თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მუშაობს.

banner
წინა სტატიაშიდღეს არსებული მაჟორიტარული სისტემა უნდა გაუქმდეს და ქვეყანაში პროპორციული სისტემა დამკვიდრდეს-გიორგი ახვლედიანი
შემდეგი სტატიამოსკოვმა და აშშ-მ ერთმანეთს „ატომური პრეტენზიები“ წამოუყენა