,,ბიძინამ გასაგებად უთხრა: „შენ შენი თავი მართლა პრემიერ-მინისტრი ხომ არ გგონია?,, გია ნოდია – ღარიბაშვილზე

პოლიტოლოგი გია ნოდია სამთავრობო ცვლილებებს სოციალურ ქსელში ეხმიანება
,,რა გავიგეთ (თუ რამე გავიგეთ) ბოლო სამთავრობო მანიპულაციებით:
1. პრემიერის ვინაობა კიდევ უფრო ნაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე გვეგონა. სრული პირადი ერთგულების გარდა მას სხვა არაფერი მოეთხოვება: ასე თუ ისე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მაინც ის მიიღებს, ვინც საჭიროა. ოღონდ, შესაძლოა, „ვინც საჭიროას“ უფრო ხშირად მოუწევს ჩარევა, ვიდრე თვითონ ჰქონდა ჩაფიქრებული (ბოდიში, ზებრა, თუ ყურადღება მოგაკლდა).
2. ღარიბაშვილის პირადი კლიენტების მოშორებით ასე თუ ისე სერიოზული თანამდებობებიდან, ბიძინამ გასაგებად უთხრა: „შენ შენი თავი მართლა პრემიერ-მინისტრი ხომ არ გგონია?“ ღარიბაშვილმა გაიგო და შეეგუა. თუ ასეა, რა პრობლემაა? დარჩეს, სადაც არის.
3. პრემიერის შეცვლა-არშეცვლის გადაწყვეტილება მხოლოდ პიარის მოსაზრებებს ეყრდნობა. ახალ პრემიერს ამ მომენტში ახალი იმედების გაჩენა შეიძლებოდა მოეტანა. სამაგიეროდ, დაიმსხვრეოდა ოცნების მითის ღერძი: „ყველაფერი კარგადაა“ და „ბიძინას საკადრო პოლიტიკა არსებითად არ ეშლება“ (ერთი მარგველაშვილი ვაპატიოთ). ბიძინამ ჩათვალა, რომ ამ მითის შენარჩუნება უფრო მნიშვნელოვანია: წარუმატებლობის აღიარებას ყველაფერი ჯობს. შეიძლება, მისი პოზიციიდან ეს მოსაზრება სწორი იყოს.
4. რაც დრო გავა, პრემიერის შეცვლით რეიტინგის ხელახლა გამოცოცხლების მცდელობა სულ უფრო ნაკლებ ეფექტური იქნება. ამ მიზნით პრემიერს მხოლოდ ერთი სვლა ექნება დარჩნილი – თვითონ ოფიციალურად დაუბრუნდეს საჭეს. აი, ეს რამდენად ეფექტური აღმოჩნდება, არ ვიცი: მე მგონი ამაზე გადაჭარბებული მოლოდინები აქვთ მისიანებსაც და ოპონენტებსაც, თუმცა, შეიძლება ვცდები. რას გაუგებ დემოსს.,, წერს გია ნოდია ,,ფეისბუქის,, საკუთარ გვერდზე.

banner
წინა სტატიაშიგიგი წერეთელი ეუთოს მისიას უხელმძღვანელებს
შემდეგი სტატიავახტანგ კაპანაძე: არა მგონია, ქართველ ქალს გაუჭირდეს თავდაცვის მინისტრის თანამდებობის გაძღოლა