სამართალდამცავებმა სამტრედიაში საკუთარი დისშვილის გაუპატიურებისთვის გუშინ ადგილობრივი მცხოვრები დააკავეს.
როგორც ცნობილია 14 წლის გოგონა ბიძასთან სტუმრად იმყოფებოდა რა დროსაც კაცმა დანაშაული ჩაიდინა.
დაუდასტურებელი ინფორმაციით გოგონა ფეხმძიმედ არის.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ გუშინ, სამტრედიაში მამაკაცი სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით დააკავეს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს