ბიუჯეტში ცვლილებების გადამუშავებული ვარიანტი მთავრობამ პარლამენტს უკან დაუბრუნა

2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებების გადამუშავებული ვარიანტი მთავრობამ პარლამენტს უკან დაუბრუნა.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში არსებული ინფორმაციით, ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების კორექტირებულ პროექტში მნიშვნელოვანად არაფერი შეცვლილა და ძირითადი პარამეტრები იგივე დარჩა. საბიუჯეტო ცვლილებების პროექტის დამტკიცებას პარლამენტი მიმდინარე კვირის რიგგარეშე სხდომაზე გეგმავს.
2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტის მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები მცირდება 139 მლნ ლარით – 7,951 მლნ ლარამდე. საგადახადო შემოსავლები 200 მლნ ლარით მცირდება, ხოლო არასაგადასახდო შემოსავლები 61 მლნ ლარით იზრდება. ამასთან, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები 40 მლნ ლარით მცირდება. ამავე ცვლილებებით, 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი, 99 მლნ ლარით იზრდება და 1,075 მლნ ლარს შეადგენს. დეფიციტის ზრდის დაფინანსების წყარო პრივატიზაციაა, რომლის დაგეგმილი მაჩვენებელი 150 მლნ ლარით იზრდება, რაც მობილური ოპერატორების მეოთხე თაობის ლიცენზიების გაყიდვით მისაღებ შემოსულობებს წარმოადგენს.

banner
წინა სტატიაშიოსები ნავთობსადენთან დაკავშირებით BP-ს პირდაპირ დიალოგს თავაზობენ
შემდეგი სტატიაირმა ნადირაშვილი : გორის მერს გორელები პომიდვრების ქურდს ეძახიან